ფაქტები

ეს საინტერესოა

№43

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.11, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

✔️დასავლეთ საფრანგეთში სჯერათ, რომ ფუტკრები ინტერესდებიან თავიანთი პატრონების ოჯახის მდგომარეობით და თუ მათ ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი თაფლის მოცემას შეწყვეტენ. ამიტომ სკებთან პურის ნაჭრებს კიდებენ და ინფორმაციას ასე აწვდიან: თეთრი პური – ოჯახში დღესასწაულს ნიშნავს, შავი – უბედურებას.

✔️ამერიკელი მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს, არ ატარონ ფული ჯიბით, არ შეაგროვონ ყულაბაში და მით უმეტეს, არ მისცენ ის ბავშვებს, ამტკიცებენ, რომ მონეტები და კუპიურები მიკრობების და ვირუსების რეზერვუარია.

✔️დიდი რგოლები ტუჩებში, ყურის ბიბილოებში, ყელზე და ასე შემდეგ ტრადიციად ბევრ აფრიკულ ტომში არსებობდა და მონათვაჭრობის პერიოდში წარმოიშვა. მაშინ ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ მონათა რიგში არ აღმოჩენილიყვნენ, ახლა ეს დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი