ფაქტები

ეს საინტერესოა

№49

ავტორი: „თბილისელები“ 15:00 12.12, 2020 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

👉აინშტაინმა შეძლო დაემტკიცებინა პლანკისთვის, რომ კვანტი არსებობს, ლორენცს დაუმტკიცა, რომ მის წარმოსახვებს ფიზიკური აზრი აქვს, ყველას დაუმტკიცა, რომ ყველაფერი ფარდობითია, პრეზიდენტ რუზველტს დაუმტკიცა, რომ ატომური ბომბი უნდა შეექმნა, პრეზიდენტ ტრუმენს კი ვერ დაუმტკიცა, რომ ატომური ბომბის გამოყენება არ შეიძლება.

👉 ჰეროსტრატემ ეფესოში არტემიდას ტაძარი იმიტომ დაწვა, რომ ისტორიაში შესულიყო. მისი სახელი რომ არ გაჟღერებულიყო, ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება, როგორც „ერთი სულელი“. მიუხედავად ამისა, ის ყველასთვის ცნობილია.

👉 „თუ არ არის საკმარისი ჭიქები, მიეცით ხალხს მფრინავი თეფშები“ – ამ ფრაზით გამოხატეს 1970-1980 წელს პოლონეთში მატერიალური გაჭირვებიდან სხვა მიმართულებაზე ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა, როდესაც სახელმწიფომ პოპულარიზაცია გაუწია პარანორმალურ მოვლენებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი