ფაქტები

ეს საინტერესოა

№30

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.08, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

📣 1881 წელს ეგვიპტეში, მეფეთა ველთან ახლოს გახსნეს სამარხი, სადაც 37 ფარაონი იყო დასვენებული, თუმცა მათ შორის ვერ ნახეს ფარაონ მერნეპტის მუმია, რომელიც წესით, იქ უნდა ყოფილიყო. ამ ფაქტმა ძალიან გაახარა ბიბლიის მიმდევრები, რადგან ამით განმტკიცდა ბიბლიური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ის წითელ ზღვაში დაიხრჩო, როდესაც ებრაელებს მისდევდა

📣 დიდი ხნის განმავლობაში ფრენბურთი და ჩოგბურთი, მიუხედავად მათი პოპულარობისა, ოლიმპიური თამაშების სიაში არ შეიყვანეს. ფრენბურთი მასში მოხვდა 1964 წელს, ხოლო ჩოგბურთი – მხოლოდ 1988 წელს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიიჩნევდა, რომ სპორტის ეს სახეობები არ შეესაბამებოდა ოლიმპიზმის იდეალს, რადგან მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან ბადე ჰყოფდათ

📣 როგორც ცნობილია, პროდუქტებს რეკლამას ცნობილი სპორტული გუნდები, სპორტსმენები, მომღერლები ან მოდელები უკეთებენ. თუმცა ბელგიელმა ვან გუტენმა თავისი ფაბრიკის კაკაოს რეკლამა სიკვდილმისჯილს ანდო, რომელმაც ეშაფოტიდან დაიძახა: „სვით ვან გუტენის კაკაო!“ ამისთვის თვითონ არა, მაგრამ ოჯახმა სოლიდური თანხა მიიღო

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი