ფაქტები

ეს საინტერესოა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.07, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები,
გა,ონათქვამები, მოვლენები
დაკოპირებულია

👉ერეკლე მეორე იყო პირველი, ვინც საქართველოში აცრის გაკეთებას ჩაუყარა საფუძველი, მან თავის მესამე ვაჟიშვილს, იულონს 1772 წელს გაუკეთა აცრა, რათა სიკვდილისაგან ეხსნა იგი. იმდროინდელ საქართველოში შავი ჭირის შემდეგ, ეგრეთ წოდებული, ყვავილის ეპიდემია მძვინვარებდა.

👉 რომში არის ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 81 წელს აღიმართა. ის უამრავ ტურისტს იზიდავს, თუმცა ებრაელები მასში არასდროს გადიან და მასთან ახლოს მისვლასაც კი ერიდებიან, რადგან თაღი აღმართულია იერუსალიმის დანგრევისა და იუდეის აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად.

👉 რომის იმპერატორებს სიკვდილის შემდეგ ღმერთად აცხადებდნენ. სწორედ, ამიტომ წამოიძახა ვესპასიანემ სიკვდილის წინ,: „რა სამწუხაროა, მგონი, ღმერთი ვხდები!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი