ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ
* გასული საუკუნის შუაწლებში მკვეთრად გაიზარდა ტურისტების რიცხვი, რომელთაც სუნთქვა ეკვროდათ ლასკოს ცნობილი გამოქვაბულების კლდის ფერადი ნახატების ხილვისას. 1960 წელს კი გამოქვაბულის ამ სიმდიდრეს, ეგრეთ წოდებული, „თეთრი ავადმყოფობა“ დაემუქრა. ეს იყო ადამიანების სუნთქვის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგი, რის გამოც კლდეზე კალციტური ნალექი ილექებოდა.
* როდესაც ფრანგი მეკობრე სიურკუფი დაიჭირეს და ჰკითხეს, სად ინახავდა ის განძს, უპასუხა, რომ ხომალდზე. თუმცა გემის ჩხრეკვისას ის ვერსად აღმოაჩინეს. მეკობრემ სიმართლე თქვა, ღუზა ოქროსგან იყო ჩამოსხმული.
* „წმიდა ამპულა“ – ჭურჭელი, რომელშიც ზეთი იყო ჩასხმული, მოედანზე თავმოყრილმა ფრანგმა რევოლუციონერებმა რეიმსის ტაძრის წინ გატეხეს, სადაც ის წლების განმავლობაში ინახებოდა. „წმიდა ამპულაში“ ესხა ზეთი, რომელსაც მეფეებს ტახტზე ასვლისას სცხებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

