ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 43 წუთის წინ
* დიდ ბრიტანეთში ტრადიციულად მიღებულია, რომ საქორწილო საჩუქრებზე აწერენ ნეფე-პატარძლის სახელების პირველ ასოებს, ამასთან, პირველი იწერება სასიძოს სახელის ინიციალი და შემდეგ – პატარძლის. თუმცა კონსერვატორ ბრიტანელებშიც იყო შემთხვევები, როდესაც ჯერ პატარძლის ინიციალი დაიწერა და შემდეგ სიძის, რათა ანეკდოტური სიტუაცია თავიდან აეცილებინათ, ეს მაშინ როდესაც ინიციალებით გამოდიოდა WC, რაც ტუალეტს ნიშნავს.
* 2009 წელს საუდის არაბეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტრადიციის თანახმად, შესაძლებელი გახდა, ძალა ჰქონოდა ზედიზედ გაგზავნილ სამ ესემესს ერთი და იმავე ტექსტით: „მე გეყრები“ – ადრე ეს სიტყვები მეუღლეს პირადად უნდა ეთქვა.
* ბელგიის ქალაქ დურბაიში არის ორიგინალური სასტუმრო - La Balade Hotel. სტუმრებმა რომ ერთი და იმავე ხედის ყურებით არ მოიწყინონ, ნაგებობის გადაადგილება შეიძლება, ისევე, როგორც იმ ისტორიულად ცნობილი „ტროას ცხენის“, რისი ფორმაც ამ სასტუმროს აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


