ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 18:07
* ხშირად ცნობილი პიროვნებების იმიჯის ასამაღლებლად, ხაზი რომ გაუსვან, რამდენად კეთილი და ბუნების მოყვარულები იყვნენ, წერენ, თუ როგორ არ მოკლა ესა თუ ის ცხოველი ნადირობის დროს. თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა მართლა არ ესროლა დათვის ბელებს და ამის შემდეგ ყველა დათვის ბელს, მათ შორის სათამაშოსაც ამერიკაში თედის ეძახიან.
* საფრანგეთის გრენობლის ფუნიკულიორის ვაგონები გამჭვირვალეა და კვერცხის ფორმის. წელიწადში ერთხელ აღდგომის წინ ტრადიციულად, როგორც კვერცხებს, ამ ვაგონებსაც ღებავენ.
* ჯეიმს კუკმა კუნძულ ტაიტიზე ადგილობრივ ბელადს საჩუქარად საათი მიართვა. თავდაპირველად ბელადის ყურადღება საჩუქრის ხმამ მიიქცია, შემდეგ კი, როცა გაიგო საათის დანიშნულება, ბელადმა მას „პატარა მზე“ შეარქვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

