ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.07
* ზოგიერთი ფრინველი კაკლის გასატეხად ასეთ ხერხს იყენებს: აიტაცებენ ზემოთ და აგდებენ ქვაზე ან ასფალტზე. თუ ახლო-მახლო მაგარი საგანი არ არის, მაშინ მარხავენ მიწაში, ლებანი იბერება და ნაჭუჭი სკდება.
* ინგლისში, ლანკშირის საგრაფოში, მდინარე ირველზე მდებარე ვაშლის წვენის დამამზადებელი ქარხანა საკმაოდ მოშორებულია ბაღებიდან, თუმცა ისე მარაგდება ვაშლით, რომ ტრანსპორტირებაზე ქარხანას ცენტიც არ ეხარჯება. ამისთვის ვაშლს მდინარეში ყრიან და დინებას ქარხნამდე ჩააქვს.
* ნაცისტურ ხელმძღვანელობასაც ჰქონდა მშვენიერების შეგრძნების უნარი. მაგალითად, ჰოლანდიაში შესვლისას პირადად გერინგმა გასცა ბრძანება – ავიაციას არ დაებომბა რიგი ობიექტებისა, რომლებიც მას ესთეტიკურ ტკბობას ანიჭებდა. ასე გადაარჩინა გერინგმა ტიტების მინდვრები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

