ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.07
* 1958 წელს ბრიუსელში, საერთაშორისო გამოფენაზე ექსპონატებს შორის იყო პიერ და მარია კიურების ჩანაწერების წიგნაკი. გარეგნულად არაფრით გამორჩეული, უბრალო, შავყდიანი წიგნაკი დამთვალიერებელთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა იმ მიზეზით, რის გამოც მას გვერდს შორიდან უვლიდნენ - წიგნაკი რადიოაქტიური ნივთიერებებით იყო დასვრილი.
* მკვლევრები იოჰან სებასტიან ბახის შესახებ წერდნენ: „სი ბემოლი, ლა, დო სი... – ნოტების ასეთი მიმდევრობა ქმნის „ჯვრის ფიგურას“ და შესაძლოა, კომპოზიტორი თვითონაც ხედავდა ამაში ღვთიურობას, ვინაიდან მას ძალზე ბევრი ეკლესიური მუსიკა აქვს შექმნილი“.
* სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მიქელანჯელომ დაწერა ლაკონური ანდერძი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალების შემდეგ, მისი სული ეკუთვნოდა, ღმერთს, ხორცი – მიწას, ქონება კი - უბრალოდ, ნათესავებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

