ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.06
* ძველი რომაელები იუმორის თავისებური, განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩეოდნენ. ყველაზე პოპულარულად კი იატაკის მოზაიკისთვის მიმოფანტული ნაგვის სიუჟეტი მიიჩნეოდა.
* შუა საუკუნეების ვიეტნამში მებრძოლები იყენებდნენ მოღუნულ ხმალს, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან იყო ალესილი... თუმცა არქეოლოგიური გათხრების დროს მისი არცერთი ნიმუში არ აღმოჩნდა. მეცნიერებმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა მათი გაქრობის შესახებ, ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ გლეხები ბრძოლის ველზე აგროვებდნენ ხმლებს და მცირე დამუშავების შემდეგ ცელად ან ნამგლად იყენებდნენ.
* აინშტაინი პაპარაცების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი და უწოდებდა „მაიმუნებს, რომლებიც სინათლით არიან გატაცებული“. თუმცა ეს დამოკიდებულება მათდამი არც თუ უსაფუძვლო იყო, რადგან ისინი ხშირად ცუდად ზემოქმედებენ ადამიანების პირად ცხოვრებაზე და ზოგჯერ, მათდაუნებურად, ადამიანების სიცოცხლეც შეუწირიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

