ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.08

* მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისში საზეიმო რელიგიური რიტუალი იმართებოდა – „კვერულის დაკვლა“. მამალს ტყვიის სალტეებიან კომბალს ესროდნენ და ისე კლავდნენ. ასე სასტიკად ქრისტიანი ინგლისელები ამ ფრინველს მისი წინაპრის ცოდვისთვის უსწორდებოდნენ – მიიჩნევდნენ, რომ მამალი სამჯერ ყივილით მიესალმა პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფას.
* ბევრი მკვლევრის აზრით, კაენის მიერ აბელის მოკვლა სიმბოლური გამოხატვა იყო დიდი ისტორიული გამარჯვებისა, მიწათმოქმედებისა – მესაქონლეობაზე (აბელი მწყემსი იყო).
* მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით პოპულარული იყო საზღვაო კრუიზები კუბაში და უკან. კუბამდე მგზავრობა კრუიზის მონაწილეთათვის ხანგრძლივი და დამღლელი იყო. უკან კი – სწრაფი და მხიარული. ამას განაპირობებდა მშრალი კანონი ამერიკაში. კუბაში მოგზაურები, ძირითადად, დასალევად მიდიოდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან