ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.05

* სასამართლო სისტემით ცნობილ ინგლისში დღესაც არსებობს ძველი და ყველასთვის მისაღები ცრუმოწმეთა ინსტიტუტი. თუმცა, ყველას ნამდვილად არ შეუძლია კარგი ცრუმოწმე იყოს. ცრუმოწმეს გარდა იმისა, რომ უნდა შეეძლოს დამაჯერებლად თქვას ტყუილი, უნდა ჰქონდეს წარმოსადეგი გარეგნობა, რომ სასამართლოს ნდობა დაიმსახუროს.
* ალექსანდროვის კოლონას, რომელიც 1834 წელს პეტერბურგში, სასახლის მოედანზე დაიდგა, აგვირგვინებს ანგელოზი, რომელიც ჯვრით წყვეტს გველს. ნიკოლოზ პირველის პირადი ბრძანებით, მათი სახეები მსგავსია: ანგელოზის – ნიკოლოზ პირველის, გველის – ნაპოლეონ ბონაპარტის.
* კალათბურთის კალათი 3 მატრისა და 5 სანტიმეტრის სიმაღლეზეა მიმაგრებული. სტანდარტად ასეთი „დაუმრგვალებელი“ რიცხვი იმიტომ აირჩიეს, რომ კალათბურთი ამერიკული თამაშია და კალათი 10 ფუტის სიმაღლეზეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან