ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.04

* „მსოფლიო ძლიერ შეიცვალა ტყვიის წყალობით“ – ეს გამოთქმა ცნობილ ჰუმანისტსა და პაცეფისტს, ლიხტენბერგს ეკუთვნის. მას მხედველობაში ჰქონდა ტიპოგრაფიული შრიფტის დასამზადებელი ტყვია და არა იარიღის.
* ცნობილი ფიზიკოსისა და გამომგონებლის, ედისონის ერთ-ერთ ქარხანაში მუშები გაიფიცნენ და მოითხოვდნენ ხელფასის მომატებას. მან ეს პრობლემა გადაწყვიტა გამოგონებით, რითაც ამ მუშების შრომა შეცვალა.
* 1629 წელს ალქიმიკოსმა დელაროშმა გამოსცა ტრაქტატი, რომელშიც ფანტაზიის სახით აღწერა ფოტოგრაფიის გამოგონება, რომელიც ზუსტად 250 წლის შემდეგ რეალური გახდა. 1859 წელს კი ცნობილმა პოეტმა, შარლ ბოდლერმა იწინასწარმეტყველა, რომ ფოტოგრაფია „მეცნიერების მსახური“ გახდებოდა. ასეც მოხდა. უფრო მეტიც, გასცდა მეცნიერების საზღვრებს და ფართოდ გამოიყენება ყოფაცხოვრებაშიც კი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან