ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.03

* ინგლისის პარლამენტის სპიკერი, ჩვენისგან განსხვავებით, აბსოლუტურად უუფლებოა. კანონით, მას მხოლოდ ადგილიდან შეუძლია, წარმოთქვას რეგლამენტთან დაკავშირებული ერთადერთი ფრაზა: „მოგიწოდებთ წესრიგისკენ“, თუმცა ამის თქმა ინგლისის პარლამენტში იშვიათადაა საჭირო.
* მიუხედავად იმისა, რომ პიკასოს ბიოგრაფებს მისი ადრეული პერიოდი ყველაზე ნაყოფიერ ეტაპად მიაჩნიათ, ჩვენამდე, პრაქტიკულად, პიკასოს არცერთი იმდროინდელი ნამუშევარი არ შემონახულა. მხატვარმა შეუბრალებლად დაწვა თავისი ნახატები, თუმცა არა იმიტომ, რომ ისინი არ მოსწონდა. ისინი მან გასათბობად – შეშის ნაცვლად გამოიყენა.
* მტრედებზე მიზანში სროლა, მხედართა სიმაღლეზე ხტომა, ცურვა წინაღობებით, ჟონგლიორობა, ბაგირზე ცოცვა... ეს ყველაფერი ადრე ოლიმპიურ თამაშებში ცალკე სახეობებად შედიოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან