ფაქტები

ეს საინტერესოა

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.03, 2025 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* ტელესერიალები სულაც არ არის ახალი. მათ დიდი ინტერესით უყურებდნენ მეოცე საუკუნის შუახანებშიც. თუმცა მაშინ სერიალები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თუ მსახიობს ტექსტი დაავიწყდებოდა, სუფლიორი ისე ასწორებდა ამ ხარვეზს, რომ მაყურებელი ვერც ხვდებოდა, ის თიშავდა ხმას, მსახიობი ჩვეულებრივად აგრძელებდა მოძრაობას და თან სუფლიორის შეხსენებულ ტექსტს იმახსოვრებდა. მაყურებელს კი ეგონა, რომ დამნაშავე მისი ტელევიზორი იყო.

* მეოცე საუკუნის ოციან წლებში პოლონეთში გამოუშვეს პოლონეთის პირველი ენციკლოპედია. გამოცემა საკმაოდ დაბალი დონის გამოვიდა. მაგალითად, სტატია „ცხენი“ მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლებოდა: „რა არის ცხენი, ყველამ იცის და ახსნას არ საჭიროებს“.

* განგაშის დროს მეზღვაურებმა ერთმანეთს რომ ხელი არ შეუშალონ, სამხედრო ხომალდებზე დიდი ხანია, მოძრაობის გარკვეული წესი დამკვიდრდა. ისინი მხოლოდ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი