ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.03

* ადამიანები და დელფინები ის არსებები არიან, რომლებსაც სექსი სიამოვნებისთვის აქვთ და არა მარტო გასამრავ-ლებლად.
* ძველ ჩინეთში ფეხის ტერფი იმ შემთხვევაში ხვდებოდა „ოქროს ლოტოსის“ კატეგორიაში, თუ მისი სიგრძე 7,5 სანტიმეტრს არ აღემატებოდა, „ვერცხლის ლოტოსში“ – თუ 10 სანტიმეტრამდე იყო, უფრო გრძელი კი – „რკინის ლოტოსის“ კატეგორიაში. თუ ქალს ეტყოდი, რომ ტერფი მას დიდი აქვს, სასიკვდილო შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა, ამიტომაც ჩინელი ქალები სპეციალურად იპატარავებდნენ – იმახინჯებდნენ ფეხებს, იმდენად, რომ სიარული არ შეეძლოთ.
* მადამ დე პომპადურმა 1763 წელს, შეიტყო რა ინგლისელების მიერ საფრანგეთის კანადის დაპყრობის შესახებ‚ თქვა: „კანადა საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის‚ რომ ჩემთვის ბეწვეული ჩამოეტანათ“. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა – „ჩვენ შემდეგ – თუნდაც წარღვნა“ ფრთიან ფრაზად იქცა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან