ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.01
* ორ მონარქს ლუდოვიკო მეხუთე ზარმაცს 987 წელს და ფილიპე მეოთხე ლამაზს 1314 წელს ერთი ბედი ეწიათ - ნადირობისას, ცხენებიდან ჩამოვარდნენ და გარდაიცვალნენ.
* მეთექვსმეტე საუკუნის პირველ ნახევარში პარაცელსმა წამოაყენა თავისი „სიგნატურის დოქტრინა“. ამ დოქტრინის საფუძველზე წარმოიშვა, ეგრეთ წოდებული, სიმპათიკური მედიცინა, რომლის ძირითადი პრინციპია „მსგავსი მსგავსს კურნავს“. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე ადამიანის იმ ნაწილს და ორგანოს კურნავს, რომელსაც გარეგნულად ჰგავს.
* ნეანდერტალელის გენები გაშიფრეს იმ ძვლებით, რომელთაც არ შეეხოთ რბილი ქსოვილების ლპობის დროს გამოყოფილი მჟავები. ასეთი ძვლები კი საკმაოდ აღმოჩდა. რადგან მაშინ გავრცელებული იყო კანიბალიზმი, ამიტომ ძვლები რბილი ქსოვილებისგან გასუფთავებული იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან