ფაქტები

ეს საინტერესოა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.01

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* ძველი გერმანული თამაში, 9 კეგლი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში შევიდა, თუმცა 1841 წელს კონექტიკუტის შტატის ხელისუფლებამ ის აკრძალა. ამიტომაც ამ თამაშის მოყვარულებმა, კანონისთვის გვერდი რომ აევლოთ ერთი კეგლი დაუმატეს და მას შემდეგ ათი კეგლი გახდა.

* ადრე ლომისა და პანტერას ნაშიერად შეცდომით მიიჩნევდნენ ლეოპარდს (ლათინურად „ფელის ლეო“ და „ფელის პარდუს“).

* ავსტრალიელ აბორიგენებს თავის ენაზე არ შეუძლიათ თქვან „გორაკზე დგას ხე, ხეზე ზის ჩიტი“, რადგან ავსტრალიელ აბორიგენებს არ აქვთ ზოგადი, გამაერთიანებელი სიტყვები, მაგალითად, ხე, ჩიტი. ისინი იტყვიან კონკრეტულად: „მუხაზე ზის კოდალა“.

* ბურკინა ფასოს სოფელ სებუში ადგილობრივებისთვის ნიანგი წმიდა ცხოველია, ისინი ქათმებს ამრავლებენ და აჭმევენ მათ. სწორედ ამიტომ არ ერჩიან ნიანგები ადამიანებს. იქ ბავშვები თავისუფლად ქაჩავენ ნიანგებს კუდში, ქალები კი სარეცხს სწორედ იმ წყალში რეცხავენ, რომელშიც ნიანგები დაცურავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა

22:00 14.12, 2024 წელი

საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა

23:00 30.11, 2024 წელი

საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა

23:00 23.11, 2024 წელი

საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა

23:00 16.11, 2024 წელი

საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა

22:00 09.11, 2024 წელი

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა