ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.08
* ჩინელი ისტორიკოსები წერდნენ, რომ ეფტალიტების (მეოთხე-მეექვსე საუკუნეში შუა აზიელი ხალხი) ქალებს ეხურათ ბეწვის ქუდები, დატოტვილი რქებით. ეს ტოტები აღნიშნავდა, თუ რამდენი ქმარი ჰყავდა ქალს. ეფტალიტებს ქორწინების თავისებური წესი, პოლიანდრია ჰქონდათ – ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავდა, ძმებს – ერთი ცოლი.
* 1917 წლის 28 თებერვლის დილას პეტროგრადში, რევოლუციური მოვლენების გამო, შეწყდა სატელეფონო კავშირი. შუადღისას სახელმწიფო დუმის სამხედრო კომისიაში მივიდა როდიანკოს წერილი: სატელეფონო კავშირის აღსადგენად საჭიროა 2 ავტომობილი, რათა ტელეფონისტი გოგონები, რომლებიც შეშინებულები დაიფანტნენ, სატელეფონო სადგურში მოიყვანონ.
* რობინ უილიამსი ყველა ფილმისთვის, რომელშიც მან ითამაშა, პროდიუსერულ კომპანიას სთხოვდა, დაექირავებინა მინიმუმ, 10 უსახლკარო ადამიანი, რათა მათ სამუშაო ჰქონოდათ.
კარიერის განმავლობაში ის დაახლოე-ბით 1 520 უსახლკარო ადამიანს დაეხმარა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან