ფაქტები
ეს საინტერესოა
№27
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.07
* ნერონმა რომს ცეცხლი წაუკიდა, რათა ტროას ხანძრისთვის შეედარებინა. მოგიზგიზე ხანძრის ხილვით კმაყოფილმა რომის იმპერატორმა იქვე მდგომ სენეკას გადაულაპარაკა, – ასეთი ჰომეროსსაც კი არ უნახავს. ფილოსოფოსი მაშინვე დაეთანხმა, ჩვეული ირონიით – ჰომეროსი, „ტროას“ ავტორი, ხომ, ბრმა იყო.
* აცტეკები ომების დროს არასდროს კლავდნენ მოწინააღმდეგეს, ისინი მხოლოდ ტყვეებად მიჰყავდათ – მსხვერპლშეწირვისთვის.
* წმიდა ისიდორემ, რომელიც 1400 წლის წინ ცხოვრობდა, ენციკლოპედიის 20-ტომეული შეადგინა. გასული საუკუნის ბოლოს ის კათოლიკურმა ეკლესიამ მონაცემთა პირველი ბაზის შემქმნელად მიიჩნია და ინტერნეტის მფარველად შერაცხა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან