ფაქტები

ეს საინტერესოა

№23

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.06

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფია სკოლებში ისწავლება, როგორც მეცნიერება, ის მკვდრად მიიჩნევა, რადგან მისი განვითარება შეუძლებელია. მისი „სიკვდილის“ თარიღად სხვადასხვა აზრი არსებობს: ერთნი ამბობენ, რომ ის 1820 წელია, როდესაც ბოლო კონტინენტი – ანტარქტიდა აღმოაჩინეს, მეორენი კი 1912 წელს ასახელებენ, როდესაც ადამიანებმა პოლუსები დაიპყრეს.

* როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი ინგლისის მფარველია, თუმცა ის ინგლისელები, რომელთაც რაიმე პრობლემის გადასაჭრელად თანამდებობის პირთან მიდიოდნენ ქრთამს ინგლისური ოქროს მონეტებით აძლევდნენ, რომლებზეც ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი იყო გამოსახული. მექრთამეობა კი კანონით ისჯებოდა. ამიტომ ამბობდნენ ინგლისელები, რომ „წმიდა გიორგის კავალერიის გამო“ შეიძლება, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდეო.

* ვერნერ ფონ ბრაუნმა განაცხადა, რომ მისი პროექტის მიზანი მთვარე იყო, თუმცა შეცდომით ლონდონი აღმოჩნდაო. ის თავს იმართლებდა, რომ თავის პროექტებს მთვარეზე სამოგზაუროდ ამუშავებდა, ფაშისტებმა კი ლონდონის დასაბომბად გამოიყენეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი