ფაქტები

ეს საინტერესოა

№21

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 01.06

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* 394 წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, „როგორც ქრისტიანობასთან შეუთავსებელი“.

* ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ, როდესაც ახალაშენებულ აია სოფიაში შეაბიჯა, თქვა: „სოლომონ, მე შენ გაჯობე“.

* ქრისტიანობამ როდესაც ფეხი მოიკიდა, რომში გლადიატორთა ბრძოლები შეწყდა, რადგან ეს რელიგია სისხლის ღვრის წინააღმდეგი იყო. ის ახალმა გასართობმა, ცხენშებმული ეტლებით შეჯიბრებამ შეცვალა.

* სამურაები ხარაკირის დროს ტანტოს (იაპონური დანა) ჭიპის მარჯვნივ ან მარცხნივ 5 სანტიმეტრით დაბლა ირჭობდნენ და შემდეგ იტრიალებდნენ. ამას „სული გაიხსნას“ უწოდებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული