ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.05
* თანამედროვე ოლიმპიური თამაშები დასაწყისში ორჯერ გაიმართა ათენში 1896 წელს – პირველი და ათი წლის შემდეგ 1906 წელს. ეს იყო რიგგარეშე თამაშები და ნომრის გარეშე.
* ანტიკურ დროში ლითონის ფირფიტაზე დამაგრებული იყო სანთლები და ლითონის სფეროები ეწყო. ჩამომდნარი სანთლებიდან წვეთები ლითონის სფეროებზე ეცემოდნენ და ხმას გამოსცემდნენ, რაც ხმოვანი საათის ფუნქციას ასრულებდა.
* რომის მმართველი ალბერიკი, როგორც იტყვიან, გაფურჩქვნის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მოასწრო პაპის ტიარა დაედგა თავისი ვაჟისთვის, ოქტავიანესთვის, რომელიც პაპის ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა. სწორედ ოქტავიანემ დაუდო სათავე ერთ-ერთ ტრადიციას, სახელის შეცვლას. მან საიმპერატორო სახელი შეცვალა შედარებით მოკრძალებულზე – იოანე მეთორმეტეზე. აქედან წამოვიდა პაპის ტახტზე ასვლისას სახელის შეცვლის ტრადიცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან