ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.04
* შვედეთის მეფე გუსტავ მესამე უნაყოფო იყო, ამიტომ სამეფო დინასტიის გაგრძელებისთვის ეშმაკობა მოიფიქრა. როდესაც მისი თავაშვებული და – სოფია ალბერტინა მორიგ ჯერზე დაორსულდა, მეფემ მაშინვე გამოაცხადა დედოფლის ფეხმძიმობის შესახებ. დამ ჯანმრთელი ვაჟი შობა, თუმცა მეფის გეგმა თავის შვილად გამოეცხადებინა ჩაიშალა, რადგან ბავშვი შავკანიანი დაიბადა – მაშინ ევროპაში მოდაში იყო შავკანიანი ლაქიები.
* „არა მარტო ჩამომბანე სახე, არამედ განმწმინდე ჩემი ცოდვებისგან“. ასეთი წარწერა საბერძნეთსა და თურქეთში შეიძლება ნახოთ ემბაზზე – მოსანათლულ ჭურჭელზე.
* ჩვენს წელთაღრიცხვამდე 621 წლის კანონებში, ადამიანს, რომელიც განზრახვის გარეშე, შემთხვევით მოკლავდა ვინმეს, ქვეყნიდან აძევებდნენ. ასევე ნივთს ან იარაღს, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგდებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან