ფაქტები
ეს საინტერესოა
№2
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.01, 2024 წელი

- რომ აემაღლებინათ ინტერესი ლოს-ანჯელესში გამართული 1932 წლის ოლიმპიადისადმი, ჩარლი ჩაპლინმა – თავისი კინოგმირის ამპლუაში სარეკლამო პლაკატებისთვის ფოტოები გადაიღო, რომლებიც გამრავლდა წარწერით: „ყველას შეუძლია, თამაშებს დაესწროს, მიუხედავად იმისა, მდიდარია თუ მაწანწალა“. რეკლამამ კარგად იმუშავა.
- ამერიკის პირველაღმომჩენმა ნორვეგიელებმა შემხვედრ მეომარ ინდიელებს მათი ქცევის გამო სკრელინგები უწოდეს. რაც ქართულად ნიშნავს მყვირალებს – ინდიელები შეტევის დროს ყვიროდნენ.
- სინამდვილეში სიტყვა ტორეადორი (ესპანურში მხოლოდ ტორერო და მატადორია) ესპანურ ენაში არ არსებობს. ავტორმა ტექსტში ფრანგული სიტყვა გამოიყენა, რათა სიმღერის რიტმი არ დაერღვია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან