ფაქტები

ეს საინტერესოა

№48

ავტორი: „თბილისელები“ 19:20 03.12, 2023 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* კარიბის ვულკანური კუნძულის სახელი ნევისი, ესპანური სიტყვიდან წარმოდგება და თოვლს ნიშნავს. თუმცა თოვლი იქ არასდროს მოდის. ეს სახელი ესპანელმა მეზღვაურებმა კუნძულს იმის გამო დაარქვეს, რადგან შორიდან მთაზე ჩამოწოლილი ღრუბელი თოვლი ეგონათ.

* ასირიის მეფე აშურბანიფალი ძალიან ამაყობდა, რომ იცოდა წერა-კითხვა. მან არა მარტო შეადგინა ერთ-ერთი პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც უამრავ ლურსმული დამწერლობის ფირფიტებს შეიცავდა, ბრძანება გასცა, რომ მისი ასეთი განათლებულობა საქვეყნოდ გამხდარიყო ცნობილი. ამიტომ მის გამოსახულებებზე, ბრძოლებისა და ნადირობის სცენებზეც კი, ქამარზე სტილუსი (თიხაზე წარწერის გასაკეთებელი ლითონის ჩხირი) აქვს ჩამოკიდებული.

* მთის ლამაზ მცენარეს, დედოფლის პრიმულას, უბედურების ყვავილს ეძახიან. ის ვულკანურ მთაზე ხარობს და მხოლოდ მისი ამოფრქვევის წინ ყვავილობს. ამიტომაც შეარქვეს მას ასე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული