ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.10

* პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი სალი რაიდი იხსენებდა, რომ დედამიწაზე დაბრუნების დროს ჟურნალისტები, იმის ნაცვლად, რომ ეკითხათ მის კოსმოსურ თავგადასავალზე, ინტერესდებოდნენ, გრავიტაციის არარსებობის პირობებში, საჭირო იყო თუ არა ბიუსტჰალტერი.
* 1650-იან წლებში რემბრანდტის ნახატები თითქოს ჩაბნელებული გახდა, მათზე ოხრას ნაკლებობა შეიმჩნეოდა და ყავისფერი ჭარბობდა, რადგან მხატვარი, ფაქტობრივად, გაკოტრდა და ძვირი საღებავების ყიდვა არ შეეძლო.
* ერთ-ერთი ვერსიით, სიტყვა ბარბექიუს – Barbecue (Bar, beer, Cue – ბარი, ლუდი, კიი) ეტიმოლოგია უკავშირდება ინგლისური ბარების აბრებს, რომლებზეც ეწერა, რომ ბარში შეეძლოთ ლუდის დალევა და ბილიარდის თამაში.
* ერთი პერიოდი ნეაპოლიტანური მაფია ნაგვის გადამუშავებით შოულობდა ფულს. პრესაში მასზე დაწერილ სტატიას სათაურად ძველი გამონათქვამი ჰქონდა – ფულს სუნი არ აქვს. ეს გამონათქვამი ეკუთვნის ვესპასიანეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან