ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.08

ბისმარკი: არსად ისე არ იტყუებიან, როგორც ნადირობის შემდეგ და ომში.
კონფუცი: ადამიანს სამგვარი მტერი ჰყავს – მტერი, მეგობრის მტერი და მტრის მეგობარი.
ჩერჩილი: ფრთხილად იყავით მშვიდ ადამიანებთან, როდესაც მათი მოთმინების ფიალა ივსება, ისინი წვავენ პორტებს და არა გემებს.
სენტ-ეგზიუპერი: ბოლოს ხვდები, რომ საკუთარ თავთან მშვიდად ყოფნა ყველაზე მშვენიერი ადგილია სამყაროში.
მიეკო კავაკამი: თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ჩვენც მასში ვართ და თუ სამოთხე არსებობს, უკვე იქ ვართ. სულ ესაა.
რუსო: ჩვენ არ ვივიწყებთ მათ, ვინც სიბნელეში ლამპრით მოვიდა ჩვენთან.
ოტია: ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ისაა.
შრი ჩინმოი: სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ყოველ გამოწვევაზე.
ამბა ისაია: არ დავეცი, მაგრამ დავიღალე... ვიჩოქები, მაგრამ მაინც ვდგავარ... ღმერთო, შენი სიყვარული მაძლიერებს, თორემ ადამიანს აღარ ვგავარ.
ნეტარი ავგუსტინე: უდიდესი მადლია, გატკინონ და არ გაბოროტდე.
მარკოზ მოსაგრე: ცოდვის ჩადენა ადვილია, მისგან გათავისუფლება კი – ძნელი.
მონტენი: ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად გიყვარს, ვიდრე იმსახურებს, აუცილებლად გატკენს გულს.
კარლ იუნგი: თუკი ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა, თქვენ ჩაგთვლით სულელად.
ვოლტერი: სამყარო საშიშია არა იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი ბოროტია, არამედ სხვები რომ ხედავენ ამას და არაფერს აკეთებენ.
შოუ: ძლიერი ქალები ხშირად მარტო რჩებიან, რადგან მათ ვერ იპოვეს მათზე ძლიერი მამაკაცი.
უზნაძე: არ არსებობს კაცური და ქალური ლოგიკა, არსებობს სწორად ფიქრისა და არასწორად ფიქრის უნარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან