ქალი და კაცი

მომხიბვლელობის გასაღები

№37

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მათი მომხიბვლელობის გასაღები კარგი მაკიაჟია. ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა. სინამდვილეში სილამაზე არ მოდის არც ტუჩსაცხიდან, არც თვალის ჩრდილებიდან და არც ტუშიდან.

შემდეგი ფაქტორიები კი გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ქალის მომხიბვლელობაზე:

ვნებები და მისწრაფებები

ქალი მათ გარეშე ძალიან მოსაწყენია. მათი ცხოვრება სავსე უნდა იყოს თავგადასავლებით, ახალი მისწრაფებებით, ემოციებით. ქალებისთვის ძალიან რთულია დააღწიონ თავი ყოველდღიურ მოვალეობებს და გააკეთონ ის, რაც გულით სურთ. როდესაც ის უარყოფს საკუთარი თავის იმ ნაწილს, რაც მას შინაგან სხივს აძლევს, მისი ცხოვრება უკვე აზრს მოკლებული და უსიცოცხლო ხდება. ქალი, რომელიც იყენებს ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს (არა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებში), ხშირად არის აღტაცების საგანი. ძალიან მომხიბვლელი და შთამბეჭდავია ადამიანი, რომელიც საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებს მისდევს.

თანაგრძნობა

თანაგრძნობა გადამდები, თითქმის მაგიური სითბოა. იგი ჰიპნოზივითაა, რადგან გარშემო მყოფთათვის იმ კომფორტის ზონას ქმნის, საიდანაც წასვლა არავის მოუნდება. თუ ქალმა იცის, როგორ მიიღოს და გასცეს ეს სითბო, იგი შეუცვლელი ხდება. ნარცისი ქალი ამ მომხიბვლელობას მოკლებულია.

გონება

ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი სწორედ ინტელექტით იქმნება, ამიტომ ხარისხიანი ყოველდღიურობისთვის კარგი გონებრივი მონაცემები გადამწყვეტია. აზროვნებისა და სიღრმის გარეშე ყველაზე ლამაზი ადამიანიც კი ძალიან მოსაწყენია, ინტელექტი ადამიანის სექსუალურობას კი არ ამცირებს, ზრდის.

მხიარულება და თავგადასავლების სიყვარული

ეს არ ნიშნავს, რომ ქალი უნდა იყოს მუდმივად მხიარული, მაგრამ, თუ მას არ შეუძლია, საკმარისად მოდუნდეს, იღიღინოს საყვარელი მელოდია, მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ჩაიდინოს პატარა სიგიჟეები, მოაწყოს ყოველდღიური რუტინიდან გაქცევები, იგი ვერასოდეს ვერავის აიყოლიებს. სიხარული გადამდებია, ის საოცრად იზიდავს ადამიანებს. მათ სურთ შეუერთდნენ მხიარულ ნატურას და დატკბნენ ცხოვრების პატარა მონაკვეთებით, მიუხედავად ყოველდღიური პრობლემებისა.

სტაბილურობა

არაფერია იმაზე მომხიბვლელი, როცა ქალი არ ნებდება ცხოვრების გამოწვევებს. სამყაროს უყვარს მებრძოლები. აქ საუბარია რწმენაზე, რომ ცხოვრება ვერასოდეს დაამარცხებს. ესაა უნარი, მიიღო ცუდი და კარგი დღეები თანაბარი ზომიერებით და იბრძოლო, მიუხედავად შედეგებისა.

თავდაჯერებულობა

ეს არ უნდა ავურიოთ ტრაბახში. მათ შორის ძალიან მკვეთრი ზღვარია. ტრაბახის დროს ადამიანი თვითკმაყოფილი სახით ახდენს საკუთარი თავის აღწერას და ითხოვს აღიარებას სხვებისგან. თავდაჯერებულ ქალს თვითრწმენისათვის არ სჭირდება გარშემო მყოფთა დასტური და მოწონება. თავდაჯერებულობა არაა სურვილი, შეგვამჩნიონ და გვაღიარონ. როდესაც ქალი საკუთარ თავს რწმენას უცხადებს, ეს ისედაც კარგად იგრძნობა.

ენერგია

დაბოლოს, ყველაზე მიმზიდველი თვისება, ესაა ქალის სასიცოცხლო ენერგია. როდესაც ქალი მისდევს მის ვნებებსა და მისწრაფებებს, როდესაც ამჟღავნებს თანაგრძნობას, როდესაც ეძებს თავგადასავლებს, უარს აცხადებს დანებებაზე და სჯერა საკუთარი თავის, მისი ენერგია ისეთი სიმძაფრით გამოსხივდება, რომ იპყრობს ყველას და ყველაფერს მის ირგვლივ.

ჯანსაღი ურთიერთობის წესები

რჩევები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ ურთიერთობაში.

1. ღია და თავისუფალი დიალოგი წყვილს შორის

ეს არის საკუთარი აზრებისა და გრძნობების გულწრფელად გამოხატვის უნარი, როცა არ გაქვს იმის შიში, რომ ვერ გაგიგებს, არ დაგცინებს. ამასთან, ასევე, აუცილებელია, თავადაც მოუსმინო და გაუგო მეორე ნახევარს.

2. ურთიერთპატივისცემა

ყოველთვის გაითვალისწინეთ ერთმანეთის აზრები, გრძნობები და პირადი საზღვრები. პარტნიორის ღირებულებების დანახვა და მათი აღიარება. ასევე, ერთ-ერთი უმთავრესია პარტნიორის აზრისა და საზღვრების პატივისცემა.

3. ნდობა

ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელია ერთმანეთის მიმართ ნდობა და თანაცხოვრება ეჭვის გარეშე. ზუსტად ნდობაა საფუძველი იმისა, რაზედაც გრძელვადიანი ურთიერთობა შენდება.

4. პირადი სივრცე

პირადი სივრცე ურთიერთობის ბალანსისთვის აუცილებელი პირობაა. მიეცით ერთმანეთს დრო და სივრცე საკუთარი ინტერესებისთვის და ჰობისთვის. თუ პარტნიორი ამბობს, რომ სჭირდება განმარტოება ან საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირება, შურისა და ეჭვის გარეშე მიეცით მას ამის საშუალება

5. მხარდაჭერა

ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ასპექტი არის ერთმანეთის მხარდაჭერა როგორც გაჭირვებაში, ასევე, წარმატებაში. წყვილები მზად უნდა იყვნენ, ერთმანეთს დახმარება გაუწიონ, ასევე ისე გულწრფელად გაუხარდეთ მეორე ნახევრის მიღწევები, როგორც საკუთარი თავის. მისცენ მოტივაცია მიზნის მისაღწევად.

6. კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა

კონფლიქტები გარდაუვალია, მაგრამ კონსტრუქციულად მოგვარების გზამ შეიძლება, უფრო განამტკიცოს ეს ურთიერთობა. მოერიდეთ მეორე ნახევრის კრიტიკას, დამცირებას... უთანხმოებას მშვიდად მიუდექით, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს, მზად იყავით კომპრომისზე, დაუთმეთ, რათა ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნოთ.

7. პატიება

ისწავლეთ პატიება და პრობლემების გადაჭრა კონფლიქტის გარეშე. პატიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღ ურთიერთობაში, პატიება კურნავს ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობას, უნდა ვისწავლოთ აღიარება და ვიყოთ გულწრფელი ჩვენს პარტნიორთან და, რაც მთავარია, არ გავიხსენოთ და არ წამოვაძახოთ წინა უსიამოვნო ფაქტები.

8. სამომავლო ერთობლივი გეგმები

საერთო მიზნები და გეგმები ძალიან ამყარებს ურთიერთობებს, ეს საშუალებას აძლევს პარტნიორებს ერთი მიმართულებით იარონ, ასევე ხედავდნენ, თუ როგორ იქნებიან ერთად გრძელვადიან პერსპექტივაში.

9. ბალანსი იმისა, თუ რას გასცემ და რას იღებ?

ჯანსაღ ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ბალანსი – რას გასცემ და რას იღებ… ეს არ გეგონოთ მხოლოდ მატერიალური მხარე, ეს არის ემოციები, ყურადღება, მხარდაჭერა, სიყვარული…

არ დაიშუროთ სიყვარულის, მადლიერებისა და სითბოს გამოხატვა ყოველდღიურად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა