ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№46

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 25.11, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ავუვალ (მე საქმეს) და არა აუვალ (მე საქმეს).

აუმსუყდება (გული) და არა უსუყდება (გული).

ბალერინას (ნათესაობითი ბრუნვა), ბალერინათი (მოქმედებითი ბრუნვა) და არა ბალერინის (ნათესაობითი ბრუნვა), ბალერინით (მოქმედებითი ბრუნვა).

გადაიწვება და გადაიწვის პარალელური ფორმებია.

დამკავშირებია და არა დამკავშირვებია.

დგამენ და არა დგავენ.

მოსაწონი და არა მოსაწონარი.

მოღლილობა (დაღლილობა) და არა მოღალულობა, დაღალულობა.

პილოტი და მფრინავი პარალელური ფორმებია.

პრესი და წნეხი პარალელური ფორმებია

(მაგრამ – მუცლის პრესი).

სტუმარმასპინძლობა და არა სტუმართმასპინძლობა.

სულთამხუთავი და არა სულთამხუთველი.

ფიასკო და არა ფიესკო.

შემიკვეთია და არა შემიკვეთავს

(საწყისი ფორმა – შეკვეთა).

წნელი და არა წკნელი.

ჭიანჭველა და არა ჭინჭველი, ჯინჭველა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აგროვებენ სანოვაგეს და არა აგროვებენ სანოვაგს.

ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყო და არა ბირთვული ომი არასოდეს უნდა აწარმოო.

დიდი მადლობა ანსამბლ „ბასიანს“ და არა დიდი მადლობა ანსამბლს „ბასიანი“.

იღებენ (სიამოვნებას) და არა ღებულობენ (სიამოვნებას).

მე დავუმეგობრდი მას და არა მე დავმეგობრდი მასთან.

მსგავსი ქმედებები ადრეც ხდებოდა (ან – მსგავს ქმედებებს ადრეც სჩადიოდნენ) და არა მსგავს ქმედებებს ადრეც ჰქონდა ადგილი.

მოგვიყევით (გვიამბეთ) თქვენი ისტორია და არა მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ.

როდის მიხვდით, რომ ხაფანგში გაებით? და არა როდის მიხვდით, რომ ხაფანგის ქვეშ ყოფილიყავით?

„ფორმულის“ აუდიტორია და არა „ფორმულას“ აუდიტორია.

შოთი პური და არა შოთის პური.

ყველა შადრევანში იდგმება და არა ყველა შადრევნებში ყენდება.

ძალიან დიდი (ან – უდიდესი) პასუხისმგებლობა და არა ძალიან უდიდესი პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილნი არიან ფირმის თანამშრომლები და არა წარმოდგენილები არიან ფირმის წარმომადგენლები.

ხშირად გაიღიმეთ და არა ბევრი გაიღიმეთ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი