ტესტები

თქვენი ჯდომის მანერა და ხასიათი

№2

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 22.01, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

იმას, რასაც ადამიანი გაუცნობიერებლად აკეთებს, ბევრის მოყოლა შეუძლია მასზე, როგორც პიროვნებაზე. დაფიქრდით და გაიხსენეთ, ყველაზე ხშირად რა პოზაში ზიხართ.

აირჩიეთ პოზა, რომელსაც უპირატესობას ყველაზე ხშირად ანიჭებთ და ნახეთ შედეგები.

პოზა A

გამოირჩევით მსუბუქი ხასიათით. დღის განმავლობაში იშვიათად ფიქრობთ ერთსა და იმავეზე. თქვენთვის დამახასიათებელია ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიფიცხე, სპონტანურობა, მხიარულებისა და ყველაფერი ორიგინალურის სიყვარული. ინფანტილურობა თქვენი კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მსგავს პოზაში ჯდომა ნიშნავს, იცურო დინების მიმართულებით. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ კრეატიულობა და მომხიბვლელობა, სწრაფად იმსახურებენ ნდობას, მაგრამ შეიძლება იმედი არ გაგიმართლონ მაშინ, როცა ამას არავინ ელის.

პოზა B

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, კრეატიული ხასიათით გამოირჩევა, არაჩვეულებრივი მსმენელი და მოსაუბრეა. თქვენ ადვილად თანხმდებით ცვლილებებს, არ ელოდებით შესაფერის მომენტს, რათა იმიჯი, სამსახური ან საცხოვრებელი შეიცვალოთ. ცხოვრობთ პრინციპით: „არ განსაჯო და არ განგსჯიან”.

პოზა C

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, თავდაჯერებულობით გამოირჩევა. თქვენ პიროვნული განვითარებით გამოირჩევით და ამიტომაც მშვენივრად უმკლავდებით საკუთარ უარყოფით თვისებებს. იცით, როგორ გამოხატოთ თქვენი პლუსები. ნამდვილად შეგვიძლია, კამპანიის სული გიწოდოთ.

პოზა D

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, გულწრფელობითა და პირდაპირობით გამოირჩევა. თქვენ შეძელით გეპოვათ ბალანსი ცხოვრებაში და მისი დაცვაც ისწავლეთ. გახსოვდეთ, გარშემო მყოფები თქვენ მსხვერპლს ვერ ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ კარგავთ და ახალ ურთიერთობაში თავით ეშვებით.

პოზა E

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, ემოციურობით გამოირჩევა. თქვენი ცხოვრება საუცხოოდ ორგანიზებულია, ბევრ რამეში პერფექციონისტი ხართ და დაკვირვებულობით გამოირჩევით. გარეგნობითაც და შინაგანადაც ძალიან მიმზიდველი ხართ, შეგიძლიათ მოსმენა. ყველას აოცებთ. მიზანდასახულობა – აი, კიდევ ერთი ხასიათის თვისება, რომელიც ხანდახან სიმკაცრეში გადაგდით. მაგრამ, ამის დახმარებით ბევრს აღწევთ. დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში. ამის გამო, ცხოვრებაში დიდ დროს თავის მოვლაში ხარჯავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი