ტესტები

რა გიშლით ხელს წარმატებაში

№8

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.03

ტესტი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანს აქვს ერთი თვისება მაინც, რომელიც წარმატებაში ხელს უშლის. დახედეთ სურათს და თქვით, მისმა რომელმა ნაწილმა მიიქცია თქვენი ყურადღება პირველივე წამებში. ამის მიხედვით თქვენს მთავარ სისუსტეს გაიგებთ.

1. მამაკაცის სახე

თუ თქვენი ყურადღება პირველად მამაკაცის სახემ მიიპყრო, ძალიან პრაქტიკული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი ხართ. იცით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს. თუმცა ძალიან გიჭირთ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ამის გამო კი შეიძლება, სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება ძალიან დიდხანს ვერ მოახერხოთ.

2. გოგონა და წიგნი

თუ სურათზე პირველად გოგონა და წიგნი შენიშნეთ, ნამდვილი ინტელექტუალი ხართ. მუდმივად რაღაც ახლის გაგებას და სამყაროს შესწავლას ცდილობთ. ამ დროს რეალობის აღქმას და საყვარელ ადამიანებთან კავშირს კარგავთ და ხელიდან უამრავ შესაძლებლობას უშვებთ.

3. გოგონა ჭიქით ხელში

თქვენ კეთილი ადამიანი ხართ, შესანიშნავი მსმენელი, მეგობარი და პარტნიორი. რომელსაც ადამიანების თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი ამოძრავებს, ამიტომ ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. თუ ვინმეს რჩევა სჭირდება, დახმარებისთვის ყოველთვის მზად ხართ. თუმცა როცა დახმარებას თავად საჭიროებთ, იბნევით და გამოსავლის პოვნა გიჭირთ.

4. ყვავილებიანი ლარნაკი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ერთფეროვან საქმეშიც კი საინტერესო იპოვოს. ყველას უყვარხართ, რადგან იცით, ადამიანებს ცხოვრება როგორ გაულამაზოთ. რატომ ამბობთ უარს იმის აღიარებაზე, რომ ყველას გადარჩენა არ შეგიძლიათ. ამის გამო გამუდმებით კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებით.

5. სავარძელი

თუ სურათზე პირველად სავარძელი დაინახეთ, კრეატიულად მოაზროვნე ადამიანი ხართ, რომელიც ახალ გარემოს ადვილად ეგუება. თქვენ კარგად იცით, როგორ გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდან და წარუმატებლობა წარმატებად აქციოთ. პრობლემა ისაა, რომ ყურადღების გამახვილება დიდხანს არაფერზე შეგიძლიათ. სწორედ ამისა და არაპუნქტუალურობის გამო, თქვენი ავტორიტეტი შესაძლოა, ძალიან დაზარალდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი