ტესტები

გამოავლინე დომინანტი თვისებები

№10

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 17.03

ტესტი
დაკოპირებულია

ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რომელი თვისებების გამოსწორებაზე უნდა იმუშაოთ. აირჩიეთ ერთი დრაკონი, რომელიც პირველი მოგეწონათ. ეცადეთ, არჩევანი სწრაფად გააკეთოთ.

დრაკონი #1

თუ ლურჯი დრაკონი აირჩიეთ, რომანტიკული და მეოცნებე ხართ. წარსულის გახსენება, ბედნიერი მომენტების გადახედვა მოგწონთ. მომავალზე ოცნებაც გიყვართ. ეს კი ხელს გიშლით, რომ აწმყოში იცხოვროთ.

დრაკონი #2

მწვანე დრაკონი ნიშნავს, რომ მხიარული ადამიანი ხართ. პოზიტივის გამცემი. კარგად გამოგდით როგორც ხალხის გამხიარულება, ასევე რთულ წუთებში მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. ყველაფერს გააკეთებთ, რომ ახლობელს გაჭირვებაში დაეხმაროთ.

დრაკონი #3

თუ მესამე დრაკონი აირჩიეთ, ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. თქვენი სინათლით გარშემო ყველაფერს ანათებთ. გრაციოზულობითა და ქარიზმით ყველას ხიბლავთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოსწონხართ. ძალიან აზარტული ადამიანი ხართ. გიყვართ ავანტიურა და სხვადასხვა სახის მოგზაურობა. ეს ყველაფერი ძალას განიჭებთ.

დრაკონი #4

წითელი დრაკონი კარიერისტის ნიშანია. თქვენთვის საზოგადოებაში სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის შექმნაზე მხოლოდ კარიერაში წარმატების მიღწევის შემდეგ ფიქრობთ. მნიშვნელოვანია, რომ პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებს შორის მკაფიო ზღვარი გაავლოთ.

დრაკონი #5

თუ შავი დრაკონი აირჩიეთ, ბუნებასთან ჰარმონიის მოპოვებას ცდილობთ. თქვენთვის ბუნებაში სეირნობა მნიშვნელოვანია. თავს მაქსიმალურად კარგად გრძნობთ, როცა გარეთ ხართ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბუნებამ ველური და თავისუფალი სულით დაგაჯილდოვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი