ტესტები

ტესტი თქვენი ხასიათისთვის

№11

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.03

ტესტი
დაკოპირებულია

წარბის ფორმა ადამიანის თვისებებზე ბევრ რამეს ამბობს. ეს ძალიან საინტერესო ტესტია – თქვენი წარბების ფორმით გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე. მოცემულია სურათები წარბების ხუთი ფორმით. ამოცანა საკმაოდ მარტივია. აირჩიეთ ის ფორმა, რომელიც თქვენსას მაქსიმალურად ჰგავს და გაეცანით შედეგებს.

პირველი ფორმა

თუ სწორი წარბები გაქვთ, ყოველთვის ყველაფრის გაკონტროლება გჭირდებათ. გიცნობენ, როგორც ადამიანს კარგი ორგანიზაციული უნარებით. ბევრ საქმეს სწრაფად და ძალიან წარმატებულად უმკლავდებით. ამის წყალობით თქვენი სახლისა და სამსახურის საქმეები ყოველთვის წესრიგშია.

მეორე ფორმა

საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. როგორი სირთულეც უნდა შეგხვდეთ, შუა გზაზე არ გაჩერდებით. მიზანდასახულობა კარიერაშიც გეხმარებათ. კოლეგები და უფროსობა გაფასებთ. ძალიან შემოქმედებითი პიროვნება ხართ. ყოველთვის კრეატიული და საინტერესო იდეები გაქვთ.

მესამე ფორმა

ამ ფორმის წარბი ძალიან კომუნიკაბელურ და სიცოცხლით სავსე ადამიანს აქვს. ამის მიუხედავად, ძალიან დაუცველი და მგრძნობიარე ხართ. თქვენი წყენინება ადვილია. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, მათ შორის, სხვისი პრობლემებიც და პირველი მიდიხართ სხვების დასახმარებლად.

მეოთხე ფორმა

შეუპოვრობა გახასიათებთ. ამის წყალობით შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევთ. ზოგს მიაჩნია, რომ ეგოისტი ხართ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ იმის გამო ექმნებათ, რომ კარგად არ გიცნობენ. ცივსისხლიანის ნიღბის მიღმა ძალიან კეთილი ადამიანი იმალება. ახლობლებისთვის ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ.

მეხუთე ფორმა

სამართლიანობის გაძლიერებულ გრძნობას ფლობთ. კამათი არ გიყვართ. სწორედ ამიტომ, ცდილობთ, თავიდან აირიდოთ. თუ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრიეს, ოპონენტი დამანგრეველი მარცხისთვის უნდა მოემზადოს. სიმართლეს ნებისმიერ ფასად დაამტკიცებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი