ტესტები

ტესტი განწყობაზე

№7

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 25.02

ტესტი
დაკოპირებულია

ტემპერატურისა და სინათლის სეზონურმა ცვლილებამ შეიძლება, საკმაოდ შესამჩნევი გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობასა და ქცევაზე.

ამოირჩიეთ, რომელია თქვენი საყვარელი სეზონი და ნახეთ ტესტის შედეგები.

მაშ ასე:

თუ გაზაფხული გიყვართ:

გაზაფხული არის პერიოდი, როდესაც ზამთრის მოკლე, ბნელი დღეები იცვლება თბილი და მწვანე დღეებით. თუ გაზაფხული თქვენი საყვარელი სეზონია, მაშინ გიყვართ ახალი გამოცდილებები, რისი სიმბოლოც გაზაფხულია, სეზონი, რომელიც ყველაფერ ახალს და ამაღელვებელს უკავშირდება.

თუ ყველა სეზონს ზაფხული გირჩევნიათ:

ზაფხული გრძელი, ცხელი და ნათელი დღეების პერიოდია. თუ ზაფხული წელიწადის თქვენი საყვარელი დროა, ეს ნიშნავს იმას, რომ გიყვართ გართობა და აქტიური ცხოვრება.

ზაფხული მოგზაურობისა და ღია ცის ქვეშ ტკბობის დროა. თქვენ, ალბათ, ექსტრავერტი ხართ და ადამიანები გახასიათებენ, როგორც კეთილგანწყობილ და თავდაჯერებულ პიროვნებას.

თუ თქვენი არჩევანია შემოდგომა:

„გემრიელი შემოდგომა! ჩემი სული მასზეა დაქორწინებული და მე რომ ჩიტი ვიყო, სულ შემოდგომის საძიებლად ვიფრენდი”, – წერდა ჯორჯ ელიოტი შემოდგომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული განახლების სეზონად ითვლება, შემოდგომა ასევე, ძალიან კარგი დროა ახალი დასაწყისისთვის. ცოცხალი, ნარინჯისფერი გარემო და შემოდგომის გრილი ამინდი თქვენს განწყობას უკეთესობისკენ შეცვლის.

თუ გიყვართ ზამთარი:

თუ მიგაჩნიათ, რომ ზამთრის ცივი თვეები თქვენი საყვარელი სეზონია, ეს გვაფიქრებინებს, რომ ცოტათი ინტროვერტი ხართ. გიყვართ თბილი სვიტერის ჩაცმა, პლედის მოხვევა, დივანზე ფეხის მოკეცვა და ცხელი სასმლით სიცივისგან თავის დაღწევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი