ტესტები

ტესტი ფსიქიკურ მდგომარეობაზე

№5

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 16.02

ტესტი
დაკოპირებულია

დახედეთ ამ სურათს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სიმინდის ტარო და გაიგეთ, რას გიმზადებთ ცხოვრება. ეს სწრაფი და მარტივი ტესტია ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა უნდა შეცვალოთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

• თუ ნომერ პირველი სიმინდი აირჩიეთ, დასვენება და ცოტა პირადი სივრცე გჭირდებათ. დაიღალეთ პასუხისმგებლობით, რომელიც თქვენს სუსტ მხრებს თავად დააკისრეთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველა პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებით ისე, რომ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. ზედმეტი არ იქნება, თუ ახლობლებს დახმარებას სთხოვთ. ბუნებაში წადით და სცადეთ, არაფერზე იფიქროთ. ახლა გადატვირთვა ყველაზე მეტად გჭირდებათ;

• თუ მეორე სიმინდი აირჩიეთ, თქვენი ავანტიურიზმი მხოლოდ შესაშურია. მზად ხართ, პირველივე დაძახებაზე ნებისმიერ წვეულებაზე წახვიდეთ, თუნდაც შუაღამით დაიწყოს. არ დაგავიწყდეთ, რომ მეგობრებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობები და სასიამოვნო დროსტარება – ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია;

• თუ მესამე სიმინდი აირჩიეთ, კომფორტს შეჩვეული ხართ და ზუსტად იცით, რა გჭირდებათ. მოქმედების მკაფიო გეგმა გაქვთ, რომელშიც შედის სამსახური, მეგობრებთან შეხვედრა და მარტო დასვენება. თუმცა სულ დაპროგრამებული ცხოვრება მოსაბეზრებელია. ხანდახან გულსაც მოუსმინეთ და სპონტანურადაც იმოქმედეთ;

• თუ მეოთხე სიმინდი აირჩიეთ, მოკრძალებული ადამიანი ხართ, თუმცა, როგორც ამბობენ, დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებიაო. კარგი იქნება, თქვენს ცხოვრებაში ახალი ხალხი შემოუშვათ. გათავისუფლება გჭირდებათ და ზოგჯერ სიგიჟეც არ გაწყენთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა