ტესტები

დაინახე შენი პორტრეტი

№46

ავტორი: ელენე წულუკიძე 9 წუთის წინ

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებთ, როგორი ხართ სინამდვილეში? არ დაიზაროთ და ეს მარტივი ტესტი გაიარეთ. დახედეთ სურათს და აარჩიეთ თქვენი ვარიანტი:

• თუ პირველი პორტრეტი მოგეწონათ, ალბათ, მიჩვეული ხართ მიზნების მიღწევას. თქვენი ამბიციები შესაშურია. იცით, როგორ მისცეთ ადამიანებს მოტივაცია. ეს შესანიშნავია! ნებისმიერ უცნობ კომპანიაში ახერხებთ, თითქმის მაშინვე იპოვოთ საერთო ენა თქვენთვის უცნობ ადამიანებთან. იცით, როგორ უნდა ისიამოვნოთ.

• მეორე პორტრეტს ის ადამიანები ირჩევენ, რომლებზეც შეიძლება ითქვას: წყნარ ჭაობში ეშმაკები ბუდობენ. თქვენ იცით, რას აკეთებთ. იცით, როგორ აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები გადაწყვეტილების მიღებამდე. თქვენ შეგიძლიათ, გვერდში დაუდგეთ საკუთარ თავს მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ მთელმა სამყარომ ზურგი შეგაქციათ. ეს იმსახურებს პატივისცემას!

• მესამე პორტრეტს, როგორც წესი, ირჩევენ ადამიანები, რომლებიც არ ცნობენ აკრძალვებსა და წესებს, ამიტომ ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც გული უკარნახებთ. თავგადასავლების მოყვარული სული ცდილობს, რაღაც უცნაური გააკეთოს! თქვენი ექსცენტრიული ბუნების გამო ჩხუბი გაქვთ ოჯახთან და მეგობრებთან. მაგრამ ვის არ ემართება ეს? მთავარია, იცოდეთ, როგორ იპოვოთ ნებისმიერი ადამიანის გულის გასაღები.

• თუ მეოთხე პორტრეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ესთეტიკა თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც მინიმალიზმზე ვსაუბრობდეთ. გიყვართ სილამაზე, რომელიც ჩანს დეტალებში, იქნება ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე თუ დღესასწაული. სხვების მიმართ წყენას დიდხანს გულში არ იტოვებთ.

• მეხუთე პორტრეტს ირჩევენ ადამიანები, რომლებზეც შეიძლება ითქვას: კომპანიის სულიაო. ოჯახსა და მეგობრებს კი ვერ წარმოუდგენიათ ცუდ ხასიათზე მყოფი. თქვენთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა, არასოდეს – ნახევრად ცარიელი. ყოველთვის ეხმარებით გაჭირვებულებს: ადამიანებსაც და ცხოველებსაც. ნამდვილი მისაბაძი მაგალითი ხართ!

• მეექვსე პორტრეტს ირჩევენ მებრძოლი და იმავდროულად, პატივმოყვარე პიროვნებები. თქვენი ხასიათის მთავარი თვისება სამართლიანობაა. მოქმედებთ საკუთარი სინდისის მიხედვით და იცით, როგორ არ დანებდეთ. თქვენ გარშემო ხალხი თავს დაცულად გრძნობს. ავლენთ თავდაჯერებულობას. ეს გამოიხატება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში, სადაც სხვათა შორის, თავს ლიდერად აჩვენებთ. შეგიძლიათ, სხვების ხელმძღვანელობა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი