ტესტები

რას აფასებთ ცხოვრებაში

№10

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.03, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტით საკუთარ თავზე ძალიან ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ 👇

ცნობილია, რომ ადამიანის პიროვნული თვისებების შესახებ უამრავი ნაშრომი ცნობილ ფსიქოლოგ ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის, მან შესანიშნავად შეძლო ადამიანის ფსიქოლოგიის შეცნობა.

დაფიქრდით, ამოირჩიეთ – თავისუფლება, სიყვარული თუ ოჯახი და წაიკითხეთ მისი განმარტება.

თავისუფლება – თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ხართ. შესანიშნავი ინტუიცია გეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. სხვის აზრს ყურადღებას არ აქცევთ, ცდილობთ, გააკეთოთ ის, რისიც მართლა გწამთ. ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი ბრძანდებით, მთავარია, შეძლოთ „ოქროს შუალედის“ პოვნა თქვენს სურვილებსა და ამჟამინდელ საჭიროებებს შორის, ეს სულიერ ჰარმონიას მოგიტანთ.

სიყვარული – თანდაყოლილი სიყვარულის უნარი გეხმარებათ, იყოთ ბედნიერი ცხოვრების ყოველი წუთით, დარწმუნებული ხართ, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მხიარული ადამიანი ბრძანდებით და თავისუფალ დროს ყოველთვის პოზიტიურად ატარებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად არ ხართ იმის გასაკეთებლად, რაც ნამდვილად გჭირდებათ. მხოლოდ ერთი რჩევა – იყავით უფრო გულწრფელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

ოჯახი – თქვენთვის ოჯახი უპირველესია, მზად ხართ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახს იმედი არ გაუცრუოთ. თქვენ ოჯახური ფასეულობებითა და პრინციპებით აღგზარდეს, ამის წყალობით, ყოველთვის პრაქტიკულ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. ასე განაგრძეთ და ეცადეთ, არასოდეს უღალატოთ თქვენს პრინციპებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი