ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი

№35

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.09, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად?

იცით, რომ ჩვენი ყოველი ქმედება ჩვენივე ქვეცნობიერითაა განპირობებული? მარტივი და სახალისო ტესტი მარტივად გასცემს თქვენ შესახებ ბევრ შეკითხვას პასუხს. უბრალოდ, უნდა გაიხსენოთ ჩვევა, შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად.👇

თმა

ადამიანი, რომელიც ბანაობას თმის დაბანვით იწყებს, პუნქტუალურია. მიჩვეულია წესრიგს და ყველაფერს თავის დროზე აკეთებს. მათზე შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულები, სერიოზულები და ჭკვიანები არიან.

სახე

თუ შხაპის მიღებისას ჯერ სახეს იბანთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაწუხებთ. ადამიანს, რომელიც რაღაცაზე დარდობს და პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, სწრაფად სურს, საკუთარი შეგრძნებები მოაწესრიგოს, ეს კი ფსიქოლოგიურად სახის დაბანვით გამოიხატება. ამ ხალხს სურს, რომ სხვის თვალშიც კარგად გამოიყურებოდნენ და ესეცაა სახის საფუძვლიანი მოვლის საბაბი.

კისერი და მხრები

ქვეცნობიერად, სხეულის ეს ნაწილები სამუშაოსთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ადამიანი, რომელიც შხაპის მიღებისას ჯერ კისერსა და მხრებს იბანს, შრომისმოყვარეა. აქვთ მოთმინებისა და გამძლეობის უნარი.

მკერდი

ადამიანები, რომლებსაც არ აწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე და კომპლექსები, შხაპის მიღებას მკერდიდან იწყებენ. თუ თქვენ ასე იქცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ხართ და სხვის აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, გაითვალისწინოთ კიდეც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. თქვენ საყოველთაო პატივისცემას იმსახურებთ.

ზურგი

ადამიანები, რომლებიც ბანაობას ზურგიდან იწყებენ, ხშირად მარტოსულები არიან. ძალიან უჭირთ სხვების ნდობა და მათი მოტყუება ურთულესია. ასეთ ადამიანებს ხშირად პარტნიორი არ სჭირდებათ, მარტოც კომფორტულად გრძნობენ თავს.

ხელები და ფეხები

თუ ბანაობისას პირველს კიდურებს იბანთ, ეს პრაქტიკულ და მოკრძალებულ ხასიათზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ ბევრს ფიქრობთ და მხოლოდ ასე იღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგს არასდროს ნანობთ. მაგრამ, თუ ადამიანი პირველად მკლავებს იბანს, ეს იმას ნიშნავს, რომ რთული სამუშაოები აშინებს.

ინტიმური ადგილები

შხაპის მიღებას ინტიმური ადგილებიდან ინტროვერტები იწყებენ. ასეთი ადამიანები ძალიან მორცხვები არიან. იშვიათად უშვებენ ახლოს სხვებს, მაგრამ ოჯახისა და ახლობლებისთვის მზად არიან სიცოცხლე დათმონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი