ტესტები

პატარა ნიჭიერი

№23

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 20.06, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებს რამდენად ნიჭიერია თქვენი შვილი?

ამის დადგენაში ეს ტესტი დაგეხმარებათ. შეკითხვებზე გაცემულ ყოველ დადებით პასუხში 1 ქულა უნდა დაიწეროთ, უარყოფითში – 0 ქულა.

1. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენს შვილს რაიმე ნივთი უჩვეულო დანიშნულებით გამოუყენებია?

2. იცვლება თუ არა ასაკთან ერთად მისი მიდრეკილებები?

3. აბსტრაქტულ ნახატებს თუ ხატავს?

4. ხომ არ თხზავს მოთხრობებს ან ლექსებს?

5. ქაღალდისგან უცნაურ ფიგურებს ხომ არ ჭრის?

6. რამის გადაკეთების სურვილი თუ გასჩენია?

7. ოდესმე ახალი სიტყვა თუ გამოუგონებია?

8. შეეძლო თუ არა ამა თუ იმ საგნის დანიშნულების ამოცნობა, როცა ძალიან პატარა იყო?

9.. ჩაცმის საკითხში თქვენს გემოვნებას საკუთარს ხომ არ ამჯობინებს?

10. ხომ არ ცდილობს, მისთვის გაუგებარი მოვლენების ახსნას?

11. ითხოვს ახსნა-განმარტებებს მომხდარი მოვლენების შესახებ?

12. ამახსოვრდება თუ არა სიზმრები და გიყვებათ თუ არა მათ?

ნახეთ შედეგები:

10-12 ქულა: ზედმიწევნით გონიერი შვილი გყავთ, უნარიც აქვს და ყველანაირად ცდილობს, რომ გარემომცველ სამყაროზე საკუთარი აზრი იქონიოს, რაშიც თქვენც მაქსიმალურად უნდა დაეხმაროთ. საზრიანი და მარჯვე მხოლოდ მაშინაა, როცა რაიმე ძალიან აინტერესებს.

4-9 ქულა: თქვენს შვილს უფრო პრაქტიკული საქმეების კეთებისკენ აქვს მიდრეკილება, შემოქმედებით მიდგომას კი მხოლოდ და მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისას თუ ავლენს.

4-ზე ნაკლები ქულა: მართალია, თქვენს შვილს გამომგონებლობის უნარი აკლია, მაგრამ როგორც კარგი შემსრულებელი, ბევრ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი