ტესტები

ნახატი და ხასიათი

№16

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 02.05, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ალბათ, დაგაინტერესებთ, რას ამბობენ თქვენ მიერ მოცალეობის დროს „დაჯღაბნილი იეროგლიფები”:

სახეები

სახეების ხატვა ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს, ლამაზი ქალის სახე – რომანტიკულ ოცნებებზე, მოღრეცილი „ფიზიონომია“ კი – კონფლიქტსა და უკმყოფილებაზე. დიდთვალებიანი სახეები – სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმიზმს ნიშნავს, გაურკვეველი სახეების ხატვა მიანიშნებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული.

თვალები

თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ თვითანალიზის შესანიშნავი უნარი გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ.

სახლები და ფუტკრის ფიჭა

სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოხაზული სახლი – ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია.

ვარსკვლავები

ოპტიმისტი ხართ და სერიოზული გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

გულები

თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანე იმალება. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!

ცხოველები და ფრინველები

უცნაურ და სასაცილო ცხოველებს ხატავთ? წარმოსახვის შესანიშნავი უნარი და იუმორის გრძნობა გაქვთ. სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ.

ბადეები, ჭადრაკის დაფა

რაღაც პრობლემა, უსიამოვნებები ან შინაგანი კომპლექსები მოსვენებას არ გაძლევთ. თავდაცვას ცდილობთ, თუმცა ნეგატივის გამუდმებით შეკავების თვისება შესაძლოა, მომავალში ნევროზის მიზეზი გახდეს.

გეომეტრიული ფიგურები

თქვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაფერი მკაფიო და გასაგებია. ოპონენტების აზრი შეხედულებებს ვერ შეგაცვლევინებთ, არც საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ერიდებით. თუ ფიგურებს მრავალი კუთხე აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ სისასტიკეს იჩენთ, იშვიათად აძლევთ თავს მოდუნებისა და ოცნების უფლებას.

მზე

თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა.

ხე

ხშირი ფოთლები – ურთიერთობის სიყვარულსა და კომუნიკაბელურობაზე მიანიშნებს. წვრილი ტოტები – თავდაჯერებულობის ნაკლებობაა, მასიური ტოტები და ღერო, პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ მიწაზე მყარად დგახართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი