ტესტები

ქვეცნობიერი და ჩვენ

№24

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.06

ტესტი
დაკოპირებულია

ზოგჯერ ჩვენს ქვეცნობიერს რაღაც იმდენად იზიდავს, რომ წარსულში მასთან კავშირის განცდა გვრჩება. თუ გაინტერესებთ, ვინ იყავით და რას საქმიანობდით წინა ცხოვრებაში, ვნახოთ, რას განიცდით ამ სურთების ნახვისას. სურათი ინტუიციურად უნდა აირჩიოთ.

1. ტალღა – წინა ცხოვრებაში ავანტიურისტი იყავით

საყოველთაოდ მიღებული წესებით ცხოვრება ზოგჯერ იმდენად მოსაწყენია, რომ რეალობიდან გაქცევა გინდათ. წარსულში თქვენ აუცილებლად რისკის მოყვარული, მამაცი ადამიანი იყავით. თქვენთვის ცხოვრება დიდი თავგადასავალი იყო, რომელიც მოწყენის დროს არ გიტოვებდათ.

2. ღრუბლები – წინა ცხოვრებაში ჯადოქარი იყავით

თქვენი მაგიური უნარების დამალვა შეუძლებელია. აშკარად წინა ცხოვრებაში მაგიურ სამყაროსთან ახლოს იყავით და იცოდით საკუთარი სუპერძალა როგორ გამოგეყენებინათ. საინტერესოა, ამ მიმართულებით რა წარმატებას მიაღწიეთ?

3. ნისლში ჩაძირული მთები – წინა ცხოვრებაში არისტოკრატი იყავით

დახვეწილი გემოვნება და მაღალი წრის მანერები თქვენი სავიზიტო ბარათია. კეთილშობილური თვისებებით გამოირჩევით. ეჭვგარეშეა, რომ წინა ცხოვრებაში არისტოკრატიულ კლასს ეკუთვნოდით.

4. მინდვრის ყვავილები – წინა ცხოვრებაში პოეტი იყავით

მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ სამყაროს თქვენსავით აღქმა. თქვენთვის მზის სხივი ნებისმიერ სიმდიდრეზე ძვირფასია. წინა ცხოვრებაში რაღაც ისეთი ჩაიდინეთ, რამაც ადამიანები გულწრფელობითა და სიწმინდით მოხიბლა.

5. წყალი – წინა ცხოვრებაში მკურნალი იყავით

წინა ცხოვრებაში თქვენი მისია ადამიანების განკურნებაში მდგომარეობდა. კეთილი გულისა და მკურნალობის გამორჩეული უნარების დამსახურებით უამრავმა ადამიანმა გაგიცნოთ და დაგაფასათ. თქვენ ყველა პატივისცემითა და მოწიწებით გეპყრობოდათ.

6. ტყე – წარსულ ცხოვრებაში გამომძიებელი იყავით

თქვენი გამჭრიახი გონების დათრგუნვა ყველაზე ძლევამოსილ მოწინააღმდეგესაც კი არ შეუძლია. ლოგიკური აზროვნების წყალობით კონკურენტებს ყოველთვის ამარცხებთ. ეს ისეთი უპირატესობაა, რომელიც თითქმის გენიოსად გაქცევთ. წინა ცხოვრებაში თქვენ ყველაზე რთულ და დახლართულ დანაშაულებს ადვილად ხსნიდით და სახელი ასე გაითქვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული