ტესტები

კარმა და ბედისწერა

№40

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.10, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

წარმოგიდგენთ ტიბეტურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, ადამიანის დაბადების წლის მიხედვით გაიგოთ მისი ხასიათი. მევას განსაზღვრა მარტივია – იპოვეთ ცხრილში დაბადების წელი და მისი შესატყვისი მევა.

მევა 1

თუ ამ პუნქტში მოხვდით, ემოციური და პესიმისტური ხასიათი გაქვთ. გახსნილი და მეგობრული ჩანხართ, მაგრამ შიგნით ჯიუტი ბავშვი გიზით. მიდრეკილება გაქვთ ხასიათის უეცარი ცვლილებისკენ ან დეპრესიისკენ. გამოუსწორებელი რომანტიკოსი არ ხართ. მაგრამ სიყვარულის მოთხოვნილებას მძაფრად გრძნობთ.

მევა 2

მეგობრული ადამიანი ხართ, რომლისთვისაც აგრესიული ქმედება უცხოა. ზოგჯერ ამბიციური ხართ, უინიციატივო, მაგრამ წვრილმანებზე ჩაციკლული. ლიდერი არ ხართ, მაგრამ არაჩვეულებრივი თანამშრომელი ბრძანდებით და კარგად შეგიძლიათ გუნდში მუშაობა. თქვენი ყველაზე წარმატებული ასაკი 45-47 წელია.

მევა 3

ყოველთვის ახალგაზრდა და ოპტიმისტი ხართ. ამას პოზიტიური და დადებითი ენერგეტიკით აბალანსებთ. რთულად ეგუებით გარემოებებს. ყველაზე წარმატებული ასაკი 34-დან 38-მდეა. დღევანდელი დღით ცხოვრობთ. მალე ხარჯავთ ყველაფერს, რასაც გამოიმუშავებთ და საერთოდ არ ხართ მიდრეკილი ფულის შეგროვებისკენ.

მევა 4

საკმარისად დადებითი ადამიანი ხართ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გიშლით ხელს შიშები და ძალის არქონა. ბუნებით ადვილად გწყინთ და ძალიან კეთილი ხართ. თქვენთვის იდეალური ასაკი 38 წლამდეა. საქმიანობებიდან ყველაზე მეტად დღესასწაულების დაგეგმვა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. გამოგივათ.

მევა 5

უკიდურესობების ადამიანი ხართ – ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი. შეიძლება სწორიც იყოთ და არასწორიც, მიზანდასახულიც და ზარმაციც. თვითგადარჩენის მაღალი ინსტინქტით გამოირჩევით. ძლიერი ორგანიზმი თავად იშორებს სხვადასხვა დაავადებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, უყვარდეთ და გყავდეთ მეწყვილე, მაგრამ დომინირებისკენ ხართ მიდრეკილნი.

მევა 6

საოცრად განვითარებული ინტუიცია გაქვთ. ცდილობთ, დაისახოთ დიდი მიზნები და თავდაჯერებულად მიაღწევთ მათ. ბუნებით ნამდვილი ლიდერი და ნოვატორი ხართ. ურთიერთობაში გიყვართ როგორც დომინირება, ისე დათმობა. კარგი დამოკიდებულება გაქვთ ფულთან.

მევა 7

ხასიათი – ოპტიმისტური და თავშეუკავებელი. მშვენიერი ორატორი იქნებით. ძალიან გიყვართ ყურადღება და ბრაზდებით, როცა ამას ვერ იღებთ. ბუნებით გიყვართ თავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის არჩევა. წარმატებული იურისტი ან ფინანსისტი იქნებით.

მევა 8

პირდაპირი და თვითდაჯერებული ხართ. რთულია, რამე გადაგარწმუნონ, თუ გარკვეული ხედვები გაქვთ, ძნელია, ვინმემ შეგიცვალოთ. წარმატებას მალევე აღწევთ. არ ხართ ფულზე დამოკიდებული. საქმიანობაში სტაბილურობასა და საიმედოობას ირჩევთ.

მევა 9

დელიკატური და ძალიან მგრძნობიარე ხართ. ტირილი მელანქოლიურ ფილმზე და გულღია სიცილი თქვენთვის ძალიან მარტივია. გარშემო მყოფებისგან ძალიან ბევრს ელით. ბუნებით იდეალისტი ხართ. თქვენთვის ყველაზე წარმატებული საშუალო ასაკია. იღბლიანი ხართ და ადამიანებს ერთი შეხედვით ხიბლავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი