ტესტები

ინტუიცია და ხასიათი

№26

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.07, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამ სურათს ყურადღებით დააკვირდით. დათვალეთ, რამდენ სახეს ხედავთ. ქვემოთ კი იპოვით პასუხს, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი და ცნობიერი.

1 სახე – არაცნობიერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რადგან ის ბევრ თქვენს ქმედებაზეა პასუხისმგებელი. ყველაფერს, რასაც დაუფიქრებლად აკეთებთ, გონების ეს ნაწილი მართავს.

2 სახე – თქვენი ქვეცნობიერი არასდროს „ითიშება“. ძილის დროსაც აქტიურად მუშაობს და თქვენს გრძნობებს იყენებს.

3 სახე – თქვენი ჩვევები მჭიდრო კავშირშია არაცნობიერთან. როცა საქმე ავტომატურ შესრულებამდე მიდის, თითქოს, უშვებთ, რომ მას ქვეცნობიერი მართავდეს, ამის გამო ჩვევების შეცვლა გიჭირთ.

4 სახე – ქვეცნობიერის წყალობით, ბევრ გამოგონილ ნივთს რეალურად იღებთ. ამიტომ, რაიმე საშიში ისტორიის წაკითხვას ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს არიდებთ.

5 სახე – თქვენი გონების არაცნობიერ ნაწილს ბევრი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია. ამას გაუცნობიერებულად აკეთებთ. ის გაკავებთ იმ დროში, რომელშიც ხართ.

6 სახე – თქვენს ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ არაცნობიერი, მხოლოდ გამოსახულებებს იყენებს, სიტყვებს კი – არა. სიტყვები და წინადადებები თქვენი ცნობიერის პრეროგატივაა.

7 სახე – თქვენი ქვეცნობიერი ემოციებთან მჭიდრო კავშირშია. პირველყოფილი წესებით მუშაობს. სწორედ ამიტომ, კრიზისულ სიტუაციაში თავის გაკონტროლება ძალიან გიჭირთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი