ტესტები

გაქვთ თუ არა სიმშვიდის შენარჩუნების უნარი?

№21

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.06, 2021 წელი

პიროვნული ტესტი: გაქვთ თუ
არა სიმშვიდის
შენარჩუნების უნარი?
დაკოპირებულია

როცა ურთიერთობები იძაბება და წამოჭრილი კონფლიქტი კულმინაციურ წერტილს მიაღწევს, ადამიანების უმრავლესობა წონასწორობას და საღი აზროვნების უნარს კარგავს. თუ სურვილი გაქვთ, გაარკვიოთ, რამდენად ახერხებთ ასეთ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებას და საკუთარი თავის მართვას, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური ტესტი. 

კითხვებზე მოცემული პასუხებიდან შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ, შემდეგ კი ქულები შეაჯამეთ:

1. ძნელია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა?

ა) ძნელია. თქვენ მაშინაც არ კარგავთ სიმშვიდეს, როცა დაპირისპირებული მხარე ზღვარს სცდება და შეურაცხყოფას გაყენებთ;

ბ) წონასწორობას იშვიათად კარგავთ, მაგრამ თუ კონფლიქტი უსაშველოდ გაგრძელდა, მაშინ უკვე ღიზიანდებით;

გ) ერთ ირიბად ნათქვამ სიტყვასაც კი შეუძლია თქვენი წყობიდან გამოყვანა.

2. როგორ ტაქტიკას ირჩევთ, თუ იცით, რომ მართალი არ ხართ?

ა) ცდილობთ, დააბნიოთ მოწინააღმდეგე და საუბარს სხვა მიმართულება მისცეთ;

ბ) აღარ აგრძელებთ დავას და თქვენს შეცდომას გულწრფელად აღიარებთ;

გ) მშვენივრად იცით, რომ დამნაშავე ხართ, მაგრამ დავას არ წყვეტთ, პირიქით, უფრო მეტად იმაღლებთ ხმას, რადგან მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებთ მოწინააღმდეგის დაჯაბნას.

3. როგორ იქცევით, როცა კონფლიქტი უკიდურესად იძაბება?

ა) ერთ ადგილას ვერ ჩერდებით, შეუჩერებლად დადიხართ ერთი კუთხიდან მეორეში;

ბ) მაგიდასთან ზიხართ, რაიმე ნივთს აწვალებთ ხელში და ცდილობთ, თქვენი განრისხება მასზე გადაიტანოთ (შესაბამისად, ნივთს აფუჭებთ);

გ) მშვიდად ხართ მოკალათებული სავარძელში და ასევე მშვიდად უპასუხებთ მოწინააღმდეგეს.

4. კონფლიქტის დროს ჭურჭელი დაგიმსხვრევიათ?

ა) არასოდეს;

ბ) ხანდახან;

გ) თითქმის ყოველთვის.

5. კონფლიქტის შემდეგ რამდენ ხანში ურიგდებით მოწინააღმდეგეს?

ა) რამდენიმე დღეში;

ბ) რამდენიმე კვირაში;

გ) რამდენიმე თვეში.

შედეგები

5 ქულამდე: ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს არასოდეს კარგავს, არცერთ სიტუაციაში. კონფლიქტებში იშვიათად ებმებით, მაგრამ თუ ამგვარი სიტუაცია მაინც შეიქმნა, ცდილობთ, ბოლომდე ჩაუღრმავდეთ პრობლემას და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები მოძებნოთ. არ გიყვართ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება. წონასწორობას კი თითქმის არასოდეს კარგავთ.

10 ქულამდე: მხოლოდ არაორდინარულ სიტუაციაში იბნევით და ზოგჯერ წონასწორობასაც კარგავთ. როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ცდილობთ, მაქსიმალურად აარიდოთ თავი კონფლიქტის გამწვავებას, მაგრამ თუ დაპირისპირებული მხარე მოსვენებას არ გაძლევთ და ყველა ღონეს ხმარობს სიტუაციის დაძაბვისათვის, თქვენც იღებთ მის გამოწვევას და კონფლიქტში ერთვებით.

15 ქულამდე: ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანდებით. გიჭირთ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. როგორც კი სიტუაცია დაიძაბება, მაშინვე მზად ხართ, „გაანადგუროთ“ მოწინააღმდეგე. დავის პროცესი სიამოვნებას განიჭებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი