ტესტები

ერთად თუ ცალ-ცალკე

№13

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.04, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

როგორი იქნება ეს წელი თქვენი ურთიერთობისთვის? ამისათვის აუცილებელია გაანალიზო, რა იყო გუშინ, როგორ იცხოვრეთ აქამდე და საერთოდ, რისი მიღება გსურთ ცხოვრებისგან. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს მხოლოდ „კი“ ან „არა“.

1. როდესაც მარტო ხართ, თავს უბედურად გრძნობთ?

ა) დიახ;

ბ) არა.

2. სრულფასოვანი ცხოვრებისთვის პარტნიორი გჭირდებათ?

ა) დიახ;

ბ) არა.

3. საყვარელი ადამიანის ალერსი მუდმივად გჭირდებათ?

ა) დიახ;

ბ) არა.

4. მუდმივად გაწუხებთ კითხვა: კმაყოფილია თუ არა თქვენი პარტნიორი?

ა) დიახ;

ბ) არა.

5. როგორ გგონიათ, ხშირად ეჭვიანობთ?

ა) დიახ;

ბ) არა.

6. ყველა თქვენი იმედი, სურვილი და ოცნება საყვარელ ადამიანს უკავშირდება?

ა) დიახ;

ბ) არა.

7. გსურთ, ისეთივე ადამიანი იყოთ, როგორიც თქვენი პარტნიორია?

ა) დიახ;

ბ) არა.

8. მუდმივად გეშინიათ, რომ თქვენი კავშირი დაირღვევა?

ა) დიახ;

ბ) არა.

9. თავს პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე დამოკიდებულად გრძნობთ?

ა) დიახ;

ბ) არა.

ყოველი პასუხისთვის — „დიახ“ დაიწერეთ 0 ქულა;

პასუხისათვის „არა“ – 1 ქულა.

ნახეთ შედეგები:

0-5 ქულა – სიყვარული თქვენთვის ნამდვილი ნარკოტიკია, თუმცა ჯერ თვალში საცემი არ გამხდარა. ეს თქვენი ცხოვრებაა და რასაც გინდათ, იმას იზამთ, მაგრამ სიყვარული პარტნიორის პატივისცემა და კიდევ ბევრი სხვა რამაა. ალბათ, მალე შეძლებთ ამის გაგებას, ყველაფერი თქვენს ხელთაა.

6-9 ქულა – პარტნიორთან ყოველთვის თბილი, ნაზი, სასიამოვნო დამოკიდებულება გქონდათ. ყველაფერი წესრიგშია, რადგან იცით, რომ . ჭეშმარიტი სიყვარული არასოდეს ქრება. არაფერი შეიცვლება. ერთი სიტყვით, ბედნიერება ახლოსაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი