ტესტები

დააკვირდით მათი სხეულის ენას!

№32

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 20.08

ტესტი
დაკოპირებულია

ასეთი ტესტები ტვინს შესანიშნავად ავარჯიშებს.

ცოტა ხნით პოზიტიურ ტესტზე ვფოკუსირდეთ. ის ზრდის კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. აგრეთვე, ებრძვის მოწყენილობას. ეს ქვიზი გვაჩვენებს, თუ რამდენად კარგად შეგვიძლია ადამიანების შეცნობა. დააკვირდით ფოტოს, რომელზედაც სამი გოგო ერთ ბიჭს უყურებს. ბიჭს კი ერთ-ერთი მათგანი მოსწონს. სწორი პასუხი დეტალებშია.

ფოტოზე გოგონებს განსხვავებული დგომის სტილი და გამომეტყველება აქვთ. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ბიჭს ის გოგო მოსწონს, რომელიც სწორედ ამ ბიჭით არის დაინტერესებული. მაგრამ რომელია ეს გოგო?

აირჩიეთ სავარაუდო ვარიანტი და ნახეთ სწორი პასუხი ქვემოთ.

სწორი პასუხი კი არის ვარიანტი ნომერი 2.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა ბიჭისგან მოშორებით დგას, მისი ფეხები მაინც ობიექტისკენ არის მიტრიალებული. ბიჭის ფეხებიც გოგონასკენაა. პირველი და მესამე გოგონაც ბიჭს უყურებენ, მაგრამ მათი ფეხები ბიჭისკენ არ არის მიმართული. ეს ქვიზი შესანიშნავად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ ვიცნობთ ადამიანის გონებას.

სხეულის ენა შესანიშნავად ავლენს ადამიანთა ინტერესებს, ჩვენ სხეული მთლიანად იმისკენ გვაქვს მიბრუნებული, ვინც მოგვწონს. შეგიძლიათ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეამჩნიოთ. თუკი ადამიანი გესაუბრებათ, მაგრამ ფეხები სხვა მიმართულებით აქვს დაწყობილი, ესე იგი, დიდად არ აინტერესებთ.

სხვა ადამიანის დამოკიდებულების დასადგენად, ასევე, შეამოწმეთ, როგორ გეკონტაქტებათ ის თვალებით. თვალებში ხანგრძლივი და პირდაპირი ყურება ნიშნავს, რომ ის, ვისაც უყურებენ, მოსწონთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...