ტესტები

ჩანთა საიდუმლოს გამოავლენს

№8

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 07.03, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

მარტივი და სახალისო ტესტი ,,თბილისელებისგან" 👇

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ხასიათის თავისებურებების ამოცნობა ჩანთის ტარების სტილითაც არის შესაძლებელი.

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. ნახეთ, რომელია თქვენი სტილი და წაიკითხეთ თქვენი ხასიათის თავისებურებების შესახებ:

ა) ჩანთა, ძირითადად, ზურგზე გაქვთ მოკიდებული;

ბ) გიყვართ ჩანთის კისერზე ჩამოკიდება და წინა მხარეს, მუცელთან ატარებთ;

გ) ჩვეულებრივად მხარზე გაქვთ გადაკიდებული;

დ) მხარზე ჯვარედინად გადაკიდებულს ატარებთ.

ნახეთ შედეგები:

ა) ენერგიული და მეგობრული პიროვნება ხართ. მუდამ იბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ. არ უშინდებით მკვეთრ გამონათქვამებს, ხართ პირდაპირი, თამამი და მოურიდებელი, იმავდროულად, ბავშვივით ალალი და მიამიტი, საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებთ. არ ფიქრობთ, რომ ამით შესაძლოა, სხვას უხერხულობა შეუქმნათ. უშიშარი ხართ და ამიტომაც, თქვენზე გაბრაზება არ შეიძლება;

ბ) კარგად შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი. ზუსტად იცით საკუთარი თავის ფასი. კომპლიმენტსაც და კრიტიკასაც უემოციოდ ხვდებით. სხვისი აზრი არ გაინტერესებთ, იცნობთ საკუთარ მინუსებს და პლუსებს. თუ რჩევას გკითხავენ, შეულამაზებელ სიმართლეს მიახლით. პირფერობა არ გამოგდით.

გ) გარშემო მყოფებში სასიმოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ხანდახან, როცა უგუნებოდ ხართ, არ გიყვართ სხვისი მითითებების შესრულება. ინტელექტი გამოგარჩევთ. კარგი მოსაუბრეც ხართ და მსმენელიც. დადებითი თვისებებით ხართ აღსავსე. აქტიური ადამიანი ბრძანდებით და გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება არ გჩვევიათ.

დ) უამბიციო ხართ. დიდად არ ისწრაფვით კეთილდღეობისა და ლიდერობისთვის. უფრო არისტოკრატული, შემოქმედებითი ნატურა ხართ. ფული იმ შემთხვევაში გაგიჩნდებათ, თუ მემკვიდრეობას მიიღებთ. პრინციპში, თქვენ არც გსურთ იყოთ მილიონერი, თქვენ გსურთ იცხოვროთ მილიონერივით – აი, თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია. მაგრამ როგორ? ამაზე ფიქრი გეზარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი