ტესტები

ჩანთა და ხასიათი

№48

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.12, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

აბა, გაიხსენეთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ჩანთა და მისი ტარების მანერა. ჩვენ კი აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. დახედეთ სურათს და აირჩიეთ ერთი ვარიანტი.

#1 ჩანთა ზურგზე

თუკი თქვენ უფრო ხშირად ზურგჩანთას ატარებთ, მაშინ თქვენ ადამიანთა იმ კატეგორიიდან ხართ, ვისაც მუდმივად სიახლე სწყურია, უყვარს ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა. სწორედ ამიტომ ზურგჩანთას ყველაზე ხშირად მოზარდები და ახალგაზრდები ატარებენ.

#2 ჩანთა ხელში

თუკი ჩანთას ხელით ატარებთ, მაშინ თქვენ ყველაფრის გაკონტროლება გყვარებიათ. ეს ეხებათ როგორც ქალებს ხელჩანთით, ისე საქმიან მამაკაცებს პორტფელით.

#3 ჩანთა ცალ მხარზე

მხარზე ჩანთის გადაკიდება მშვიდი ხასიათის ადამიანებს ახასიათებთ. ისინი ძალიან მორიდებულები არიან და ვინმეს თხოვნაზე „არას“ თქმა ძალიან უჭირთ.

#4 ჩანთა დიაგონალურად

ადამიანები, რომლებიც ჩანთას დიაგონალურად იკიდებენ, ბევრ რამეს გადაჭარბებულად აფასებენ. მათ ხშირად სურთ, საკუთარი ნამოქმედარი უფრო უკეთ წარმოაჩინონ, ვიდრე რეალურადაა.

#5 ჩანთა ორიგინალურად

და ბოლო პუნქტი. აქ გაერთიანებულია ყველა, ვინც ჩანთას განსხვავებულად ატარებს – მაგალითად, მკერდზე, თავზე ან, სულაც, კისერზე ჩამოკიდებულს. ასეთი ადამიანების წრიდან ყველაზე ხშირად გამოდიან გენიოსები. ისინი გარშემო მყოფებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში და მხოლოდ თავიანთ საქმეებზე ფიქრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული