შოპინგის ახალი ფორმატი საქართველოში: პრემიუმ ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 17:52
საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის განვითარებასა და ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლასთან ერთად, მომხმარებლის მოთხოვნებიც შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი არჩევანისა და ხელმისაწვდომი ფასების მიმართ. ამ ტენდენციების გათვალისწინებით შეიქმნა „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ-ფორმატის სავაჭრო სივრცეა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ E60 ავტომაგისტრალის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძია. ეს ლოკაცია თანაბრად ხელსაყრელია როგორც ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, ისე მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
საერთაშორისო ბრენდები „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“
„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ამჟამად 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდი ფუნქციონირებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი მაღაზიების რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს.
სპორტული და ყოველდღიური სამოსის მიმართულებით სივრცეში განთავსებულია Adidas, Puma, Levi’s, Lee, Wrangler, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Lacoste, Jack & Jones, GUESS, Benetton, Sisley, Giordano და Funky Buddha.
პრემიუმ სეგმენტში Zadig & Voltaire, Monnalisa, Trussardi, Pollini, Bimba Y Lola და Adolfo Dominguez ერთიანდება. ამავე ტერიტორიაზეა მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND Outlet, სადაც აუთლეტის სპეციალური ფასებით იყიდება Dsquared2, Marni, Maison Margiela, Sportmax, Coperni, MSGM, Canali, Corneliani, C.P. Company, Eleventy, JW Anderson და N°21.
აღსანიშნავია ის ბრენდებიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიურად ამ სივრცეში გამოჩნდა. ესენია Bimba Y Lola და Adolfo Dominguez, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვა ფილიალით არ არის წარმოდგენილი.
ბრენდების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება და მალე არსებულ შემადგენლობას იტალიური Bikkembergs და შეემატება.
ვილიჯის მაღაზიებში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეძენა მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. განსაკუთრებული შეთავაზებების პერიოდში კი პროდუქციის ღირებულება შეიძლება 70%-მდეც შემცირდეს.
სივრცე გასტრონომიის, გართობისა და ოჯახური დასვენებისთვის
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ მხოლოდ სავაჭრო მიზნებისთვის არ არის განკუთვნილი. აქ განთავსებულ რესტორნებსა და კაფეებში ქართული თუ საერთაშორისო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი, რაც სტუმრებს მაღაზიების მონახულებასთან ერთად სრულფასოვანი განტვირთვის საშუალებასაც აძლევს.
უცხოელი სტუმრებისთვის ტერიტორიაზე სპეციალური პრემიუმ ლაუნჯი ფუნქციონირებს. აქვე მოქმედებს პერსონალური შოპინგ-ასისტენტის მომსახურებაც, რომელიც მომხმარებელს სასურველი ნივთებისა თუ სამოსის შერჩევაში ეხმარება.
უახლოეს პერიოდში კომპლექსის ტერიტორიაზე პატარებისთვის განკუთვნილი ინტერაქციული კუთხეც ამოქმედდება, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ გაერთობიან, სანამ მშობლები მაღაზიებში სასურველ ნივთებს შეარჩევენ.
ბრენდების სრული ჩამონათვალის, აქტიური შეთავაზებების, სამუშაო საათებისა და სხვა დეტალების ნახვა შესაძლებელია „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





